აკრძალული სიყვარული - ქალები, რომელთაც პოლიტიკოსთა კარიერას საფრთხე შეუქმნეს (+ ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

აკრძალული სიყვარული - ქალები, რომელთაც პოლიტიკოსთა კარიერას საფრთხე შეუქმნეს (+ ფოტოგალერეა)

მათ ყველას ჰყავთ ან ჰყავდათ ოფიციალური ოჯახი, მეუღლე და შვილები, თუმცა უარს არ ამბობდნენ არაკანონიერ ურთიერთობაზე. ცნობილ პოლიტიკოსებს პირადი ცხოვრება საქმიანივით ბობოქარი ჰქონდათ. ზოგიერთი მათგანი საყვარლებთან ურთიერთობას წლების განმავლობაში მალავდა, თუმცა ბოლოს ყველაფერი მჟღავნდებოდა და მათ პოლიტიკურ კარიერაზეც უარყოფითად აისახებოდა.

წარმოგიდგენთ ცნობილი პოლიტიკოსების ყველაზე ცნობილ საყვარლებს:

ფოტოგალერეა

ჯონ კენედი და მერილინ მონრო

აშშ-ის პრეზიდენტობის კანდიდატი ჯონ კენედი და მისი უმცროსი ძმა რობერტი კინოვარსკვლავმა 1960 წელს გაიცნო. ამბობენ, მერილინს ჯონი კი არა, რობერტი მოეწონაო. ჯონთან ურთიერთობა მხოლოდ 1961 წლის ოქტომბრიდან გააბა, როცა ის პრეზიდენტი გახდა. ისინი კალიფორნიის ქალაქ სანტა მონიკაში შეხვდნენ ერთმანეთს და აქედან დაიწყო მათი სიყვარულის ისტორია. რომანი ხანმოკლე გამოდგა - მერილინ მონრო 1962 წლის 4 აგვისტოს საკუთარ სახლში გარდაცვლილი იპოვეს, არსებობს ვერსია, რომ ის სიყვარულს ემსხვერპლა. ერთ-ერთი ვერსიით, ის არ ურიგდებოდა ძმებ კენედების ცხოვრებაში მეორეხარისხოვან როლს და მათგან გაცილებით მეტს ითხოვდა, შედეგად კი ის მოკლეს. იფიციალური ვერსიით, მისი გარდაცვალების მიზეზი ანტიდეპრესანტების დიდი დოზით მიღება გახდა, რაც თვითმკვლელობად შეფასდა.

ბილ კლინტონი და მონიკა ლევინსკი

ამერიკის 42-ე პრეზიდენტ ბილ კლინტონსა და მონიკა ლევინსკის შორის სექსუალური კავშირის შესახებ სკანდალმა 1998 წელს მთელი მსოფლიო აალაპარაკა. ლევინსკისა და კლინტონის რომანი სულ რამდენიმე თვე გაგრძელდა და საკმარისი აღმოჩნდა იმისათვის, რომ ლევინსკის ცხოვრება სიბერემდე უზრუნველყოფილი ჰქონოდა.

ბილმა და მონიკამ ერთმანეთი კლინტონის საარჩევნო კამპანიის დროს გაიცნეს. 1995 წელს მონიკა უკვე მუშაობდა თეთრ სახლში სტაჟიორად და ოვალური კაბინეტიდან გამოსულს ხშირად ხედავდნენ, თუმცა მისი მოვალეობა არ გახლდათ იქ ყოფნა.

პრეზიდენტს ლევინსკისთან რომანი კინაღამ ძვირად დაუჯდა - მას ვადამდე გადადგომა და თავისუფლების აღკვეთაც ემუქრებოდა, თუმცა საბოლოოდ ამ ყველაფერს გადაურჩა.

მონიკას კი ამ ურთიერთობამ მსოფლიო აღიარება მოუტანა - ქვეყნიერება შემოიარა თავისი წიგნით, ამ ისტორიაზე დოკუმენტური ფილმიც გადაიღეს, რისთვისაც მრავალმილიონიანი ჰონორარი მიიღო.

ნიკოლა სარკოზი და კარლა ბრუნი

საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტის ნიკოლა სარკოზის პირად ცხოვრებაში მუდმივად იყვნენ ქალები, მაგრამ თავის დროზე ტოპმოდელ კარლა ბრუნისთან მხურვალე რომანმა პოლიტიკოსის რეიტინგი მნიშვნელოვნად შეარყია. კარლამდე სარკოზი ორჯერ იყო დაქორწინებული.

მეორე ცოლმა გაყრის მიზეზად ქმრის მექალთანეობა და სიძუნწე დაასახელა (სხვათა შორის, სარკოზიმ ახალ საყვარელს სწორედ ის ბეჭედი აჩუქა, რომელიც ცოლმა დაუბრუნა). მეორე ცოლთან განქორწინების შემდეგ, კარლა ბრუნი სარკოზის ცოლი გახდა.

ვლადიმერ პუტინი და ალინა კაბაევა

მას შემდე, რაც რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ცოლთან, ლუდმილა პუტინასტან 30 წლიანი ქორწინება განქორწინებით დაასრულა, უფრო აქტიურიად ალაპარაკდნენ პუტინისა და რუსი ტანმოვარჯიშის, ალინა კაბაევას სასიყვარულო ურთიერთობაზე. უცხოურ მედიაში იმაზეც იწერებოდა, რომ პუტინსა და კაბევას საერთო შვილიც ჰყავთ, თუმცა 2015 წელს კრემლმა ეს ინფორმაცია უარყო. იმავე წლის მარტში კაბაევამ შვეიცარიაში იმშობიარა, მაგრამ ბავშვის სქესისა და მამის ვინაობის შესახებ დეტალები დღემდე ცნობილი არ არის.

ფრანსუა მიტერანი და ენნ პენჟო

საფრანგეთის კიდევ ერთი ყოფილი პრეზიდენტის პირადი ცხოვრება იყო საჯარო განხილვის თემა. ფრანსუა მიტერანს, შეიძლება ითქვას, ორი ოჯახი ჰყავდა. ოფიციალური ცოლი დანიელე, რომელთანაც სამი შვილი ჰყავდა და პარარლელურად არაკანონიერად ცხოვრობდა ენნ პენჟოსთან, ვისთანაც ქალიშვილი შეეძინა. მათ 30-წლიანი ურთიერთობა აკავშირებდა. საინტერესოა, რომ ორივე ოჯახი ელისეის სასახლეში ცხოვრობდა. ქმრის დაკრძალვაზე პრეზიდენტის ქვრივმა ენნ პენჟოს უფლება არ მისცა მისულიყო, თუმცა ეს უკანასკნელი ქალიშვილთან ერთად, მაინც მივიდა "საყვარლის" უკანასკნელ გზაზე გასაცილებლად.

ალექსანდრე ლუკაშენკო და ირინა აბელსკაია

მართალია ბელარუსიის პრეზიდენტს  მეუღლე და ორი ვაჟი ჰყავს, თუმცა  წლების წინ "ბატიას" თავისი პირადი ექიმი ირინა აბელსკაია შეუყვარდა. აბელსკაია ლუკაშენკომ პრეზიდენტის მთავარი კლინიკის დირექტორად დანიშნა, მისი დედა კი ჯანდაცვის მინისტრად. მალე მათ ვაჟი ნიკოლაი შეეძინათ. მოგვიანებით, როგორც ჩანს, ლუკაშენკოს გრძნობები გაუნელდა და ირინა და დედამისი თანამდებობებიდან გადააყენეს. ვაჟი ნიკოლაი კი რეზიდენციაში დატოვა. პრეზიდენტი ლუკაშენკო ყოველ საზეიმო მსვლელობებსა და ოფიციალურ ვიზიტებში სწორედ მასთან ერთად ჩნდება.

იხილეთ ფოტოგალერეა