ვინ იყვნენ "ამაზონელი ქალწულები", რომლებიც მუამარ კადაფს 20 წლის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებიან
22-03-2017
ვინ იყვნენ "ამაზონელი ქალწულები", რომლებიც მუამარ კადაფს 20 წლის განმავლობაში გვერდიდან არ მოშორებიან
ფოტოგალერეა

ევროპაში მათ "ამაზონელებს" ეძახდნენ, აფრიკაში კი "ჰარის ალ-ჰასი", ანუ პირად დაცვას. ეს ქალები ლიბიის ლიდერის, მუამარ კადაფის დაცვის ელიტური ქვედანაყოფის წევრები იყვნენ, რომლებიც კადაფს 20 წლის განმავლობაში ერთგულად მსახურობდნენ.

40 ქალწულისგან შემდგარი ჯგუფი 1980-იანი წლების დასაწყისში შეიქმნა. თავის დროზე, ქალებისაგან პირადი დაცვის შექმნა გერმანელი მზვერავის, კარლ ჰანსის იდეა იყო. ჰანსის თეორიის მიხედვით, ქალებს მეექვსე გრძნობა გააჩნიათ, რომელიც მათ ეხმარება ინტუიციით შეიგრძნონ საფრთხე და იმოქმედონ უფრო სწრაფად, ვიდრე კაცებმა.

ჯოზეფ
სტანიკის
ინფორმაციით, კადაფს სჯეროდა, რომ არაბ თავდამსხმელებს მცველ ქალებთან შეტაკება გაუძნელდებოდათ. კიდევ ერთი ვერსიის მიხედვით, ქალი დაცვის წევრები კადაფის ექსცენტრიული ხასიათის ბრალია, ხშირად აღნიშნავდნენ, მის გამორჩეულ სიყვარულს ახალგაზრდა ქალების მიმართ. ამასთან, კადაფის აზრით, ამით ის ამტკიცებდა, რომ ლიბიაში
ქალებიც ისეთივე უფლებებით სარგებლობდნენ, როგორც კაცები.

ლიბიელი ქალები ფიცს დებდნენ, რომ კადაფისთვის დაიხოცებოდნენ, ისინი ვალდებულნი იყვნენ 24 საათის განმავლობაში კადაფის გვერდით ყოფილიყვნენ. წითელ ლაქწასმული და მაღალქუსლიან ფეხსაცმელებში გამოწყობილი მცველი ქალები მუდამ ატარებდნენ ცეცხლსასროლ იარაღს.

კადაფის მცველის თანამდებობა საპატიოდ მიიჩნეოდა. კანდიდატები თავდაპირველად სპეციალურ სასწავლებლებში ფიზიკური მომზადების კურსს გადიოდნენ. ვინც ყველა გამოცდას წარმატებით ჩააბარებდა, საბრძოლო ხელოვნების მაღალკვალიფიციური ოსტატი ხდებოდა. საბოლოოდ, მათ კადაფი არჩევდა. მართალია, კადაფი მოითხოვდა, რომ მისი მცველები უბიწოები ყოფილიყვნენ, მაგრამ ამბობდნენ, რომ კადაფი მათგან ინტიმურ მომსახურებას მოითხოვდა.

ერთ-ერთი ასეთი შემთხვევა მედიაშიც გავრცელდა, როდესაც ხუთმა მცველმა ქალმა 2011 წელს ლიბიის ყოფილი მმართველი ძალადობაში დაადანაშაულა. ქალების თქმით, კადაფი და მისი ვაჟები მათ ხშირად აუპატიურებდნენ.

1998 წელს კადაფის ერთ-ერთი მცველი ქალი მოკლეს, 7 კი დაჭრეს როდესაც ისლამისტი ფუნდამენტალისტები ლიბიაში კადაფის კორტეჟს დაესხნენ. მოგვიანებით ითქვა, რომ მოკლული მცველი ქალი აიშა, კადაფის ფავორიტი იყო, სწორედ ის გადაეფარა თავის უფროსს სხეულით, რათა ტყვიებისგან დაეცვა.

ქალბატონი მცველები კადაფს ქვეყანაში არეულობის დაწყებამდე იცავდნენ. მოგვიანებით კი მათი კვალი ქრება...

ფოტოგალერეა
დავით 67
28 მარტი 2017 01:46
ყველა დროის უნიჭიერესი და უდიდესი პოლიტიკოსი! ვინც იცის თუ რა აქვს გაკეთებული საკუთარი ქვეყნისთვის ის დამეთანხმება. ოღონდ ამერიკელების მონაჭორისა და ბრიყვი ევროპელების მონაჩმახის გარეშე!
gavazeli
27 მარტი 2017 16:38
ბოსტნის სამარგლად გიორგი :)))
giorgi
23 მარტი 2017 00:56
გავაზელი, რომელი იმ საქმისთვის? :)

რედაქტორის რჩევით