"შაქრის რაციონიდან ამოღებით უამრავ პრობლემას მოაგვარებთ" - რას გვირჩევენ ვარსკვლავები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?
22-03-2017
"შაქრის რაციონიდან ამოღებით უამრავ პრობლემას მოაგვარებთ" - რას გვირჩევენ ვარსკვლავები ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად?
ფოტოგალერეა

იმისთვის, რომ კარგად გამოვიყურებოდეთ ხშირად მივმართავთ სხვადასხვა დიეტას, თუმცა გვავიწყდება, რომ ეს ხშირად ჯანმრთელობისთვის მავნებელია. ჰოლივუდის ვარსკვლავები, რომლებიც სხეულის ლამაზი ფორმებითა და მოვლილი სახის კანით იქცევენ მაყურებლის ყურადღებას, ჟურნალისტებთან ხშირად ამბობენ, რომ ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად აუცილებელია ცხოვრების ჯანსაღი წესი, სწორი კვება, ვარჯიში...  მათი მტკიცებით, სწორედ ჯანმრთელი სხეული იძლევა საშუალებას ადამიანი ლამაზად და მიმზიდველად გამოიყურებოდეს.

ცნობილი ავსტრალიელი მსახიობი ნიკოლ კიდმანი ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს, რომ ის გარუჯვის წინააღმდეგია. მისი თქმით, მზის ზედმეტი
სხივები და ასევე სოლარიუმის გამოყენება კანს აბერებს. გარუჯვის გარეშე კი მისი სხეული უფრო ახალგაზრდულად გამოიყურება, სახის კანი კი უფრო სიცოცხლისუნარიანია.

ნიკოლ კიდმანის მსგავსად, გარუჯვის წინააღმდეგ არაერთი ექიმიც გამოდის და ამტკიცებს, რომ ზედმეტი მზის სხივები კანის კიბოს იწვევს.

გარუჯვის წინააღმდეგ გამოდიან მსახიობები: ანჯელინა ჯოლი და სკარლეტ
იოჰანსონიც.

ცნობილი მომღერალი ნიკოლ შერზინგერი, როგორც ირკვევა, თმებს განსაკუთრებულად უვლის. როგორც მომღერალი ამბობს, გადატვირთული გრაფიკი ორგანიზმს ფიტავს და ეს თმაზეც აისახება, თუმცა თუ თმისთვის კვერცხის ნიღაბას მოამზადებთ ან ძმარს გამოიყენებთ, თმა ისევ ჯანსაღი და ლამაზი იქნება. როგორც ის ამბობს, არ არის აუცილებელი ძვირადღირებული თმის მკვებავების შეძენა, ხშირად ისინი ქიმიურ ნაერთებს შეიცავს.

მსახიობ გვინეტ პელტროუს პირადმა ექიმმა შაქარი და მისი შემცველი ყველა პროდუქტი აუკრძალა. მსახიობი უკვე დიდი ხანია ექიმის რჩევით იკვებება და თავს ძალიან კარგად გრძნობს. ყველასთვის ცნობილია, რომ წონის მატებას ხშირ შემთხვევაში რაფინირებული შაქრისა და თეთრი პურის გამოყენება იწვევს. ზედმეტ წონასთან ერთად, შაქრის დიდი დოზით გამოყენება სხვა უამრავ დაავადებასაც იწვევს, მათ შორის იმუნიტეტის დაქვეითებას, დიაბეტს, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებს. მსახიობი გვირჩევს: "შაქრის რაციონიდან ამოღებით უამრავ პრობლემას მოაგვარებთ".

რიჩარდ გირი, ბრედ პიტი, ქეით უინსლეტი, ალეკ ბოლდუინი, ნატალი პორტმანი და სხვა ჰოლივუდის ვარსკვლავები გვირჩევენ, რომ ხორცზე ვთქვათ უარი და ვეგეტარიანელები გავხდეთ. დღეს ვეგეტარიანელებს ბევრი სხვადასხვა მიზეზის გამო შეუერთდა, ზოგი მიიჩნევს, რომ ვეგეტარიანული საკვები უფრო სასარგებლოა, საზოგადოების ნაწილი კი ეთიკური მიზეზების გამო ამბობენ უარს ხორციან კერძებზე.

ცნობილი მომღერალი მადონა თავისი გარეგნობით არაერთი წელია საზოგადოების ყურადღებას იქცევს. როგორც მომღერალი ამბობს, მისი რაციონი მკაცრად კონტროლდება. მისი თქმით, სწრაფი კვების ობიექტებს ნაკლებად სტუმრობს და ზუსტად შედგენილი ბალანსირებული დიეტა აქვს.

სწორედ მას უკავშირებენ ჰოლივუდში იოგას მოდურ ტენდენციად დამკვიდრებას. საკმაოდ დიდი ხანია ის იოგათია დაკავებული და საკუთარი ჯანმრთელობის მთავარ საიდუმლოდაც მას ასახელებს. როგორც ერთ-ერთ ინტერვიუში მომღერალი ამბობს, ქალიშვილის გაჩენის შემდეგ საგრძნობლად მოიმატა, წონაში კლება კი აუცილებელი იყო, რადგან სცენაზე უნაკლო სხეულით ვერ წარსდგებოდა, ამიტომ იოგას დინამიურ ვარჯიშებს მიმართა, რამაც შედეგი მალევე გამოიღო.

ჰოლივუდის ვარსკვლავების გარდა საინტერესოა როგორ იკვებებიან მოდელები. ისინი მკაცრ დიეტებს იცავენ, თუმცა განსაკუთრებით საინტერესოა 80 წელს გადაცილებული მოდელის, კარმენ დელ ორეფაისის ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოდელი, რომელიც პოდიუმზე ჯერ კიდევ მეორე მსოფლიო ომის დროს გამოვიდა, დღეს უამრავი ცნობილი და წამყვანი სამოდელო სააგენტოს სახეა.

„არ შემიძლია კალორიების თვლა, ყველაფერს ვჭამ რაც მომინდება, მიხარია რომ ნივთიერებათა ცვლა არ დამრღვევია...“

როგორც მოდელი ამბობს, ის ვარჯიშობს და უყვარს ცურვა. ადრე კი ბალერინობა სურდა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით