"სგუშონკა", ეკლერი, "მამალო..." - ტკბილეული საბჭოთა წარსულიდან
06-04-2017
"სგუშონკა", ეკლერი, "მამალო..." - ტკბილეული საბჭოთა წარსულიდან
თუ საბჭოთა ბავშვობაგამოვლილ ადამიანს სთხოვთ, გაიხსენოს მისთვის საყვარელი ბავშვობის ტკბილეული, მხოლოდ რამდენიმე სახეობას თუ ჩამოთვლის და ეს "მენიუ" თითქმის ყველა საბჭოთა ბავშვისთვის თითო-ოროლა გამონაკლისის გარდა, ერთი და იგივე იქნება. უცნაურია, რომ იმჟამინდელი ტკბილეულის ჩამონათვალი მართლაც არცთუ მრავალფეროვანია, თუ რა რატომ, რთულად ასახსნელია...

გავიხსენოთ საბჭოთა პერიოდის ტკბილეული, რომელსაც დიდწილად ჩვენი დედები და ბებიები ამზადებდნენ, ბავშვები კი სულმოუთმენლად ელოდნენ.

იხილეთ ფოტოგალერეა: ტკბილეული საბჭოთა ბავშვობიდან

იხილეთ ასევე: ჩემი ნავთის სუნით გაჟღენთილი ბავშვობა -
90-იანი წლების ტკბილ-მწარე ეგზოტიკა (+ ფოტოგალერეა)

დათო
25 აპრილი 2017 12:47
კომუნიზმი იყო და ვერ შევიშნოვეთ, ყოველი მომდევნო დღე წინას ჯობდა, აი ეს იყო მთავარი. მოხუცი არ ავრ მარა რასაც მოვესწარი ზღაპრად მაგონდება ახალა იყო ერთგულება, სიყვარული, ურთიერთ პატივისცემა, ზრდილობა, ერთმანეთის გატანა და ეს ყველაფერი მაშინდელი კამფეტებივით ნატურალური იყო.
ლამარა
18 აპრილი 2017 11:38
ჩემი შვილები ხშირად მსაყვედურობენ მისტირი კომუნისტურ პარტიასო, (არადა ცხოვრებაში არცერთი პარტიის წევრი არ ვყოფილვარ). მე მივტირი ჯანმრთელ პროდუქტებს რითაც ბავშვობაში ვიკვებებოდით... დიახ მივტირი „ბალიშა“ კანფეტს, მივტირი „ფისო-ფისოს“, მივტირი „ყარაყუმს“ და„ნუგას“, მივტირი ხილის წვენზე დამზადებული სიროფით გაზავებულ ლიმონათს... და მტკივა გული, რომ არც ერთი ხელისუფლება აგერ უკვე 27 წელია, არ ფიქრობს საქართველოს ჯანმრთელ მომავალზე... მაინტერესებს როდის მოვლენ გონზე?....
ელგუჯა
18 აპრილი 2017 09:29
ყველაზე მთავარი ის იყო, რომ ცხოვრების პირობები იყო ნორმალური ყველასათვის, იყო მომავლის იმედი, ახალგაზრდები ქორწინდებოდნენ, ქვეყანა მრავლდებოდა, მშვიდობა გარანტირებული გვქონდა, კანონი კანონობდა, სახელმწიფო მოხელეები ვერ ბედავდნენ თავისი ქვეყნისა და ხალხის ძარცვას..........

რედაქტორის რჩევით