ბჰუტანის ულამაზესი დედოფლის ზღაპრული ცხოვრება
08-04-2017
ბჰუტანის ულამაზესი დედოფლის ზღაპრული ცხოვრება
ფოტოგალერეა

მთელი მსოფლიო თვალყურს ადევნებს სამეფო წყვილის - პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის ყველა ნაბიჯს, თუმცა ცოტამ თუ იცის რამე ბჰუტანის დედოფალის, ჯეცუნ პემა ვანგჩუკის შესახებ.

ბჰუტანი - ეს არის ინდოეთსა და ტიბეტს შორის მოქცეული პატარა, იდუმალი ქვეყანა. ცივილიზაციისგან შორს მყოფი ბჰუტანი მნახველებს აჯადოებს ველური ბუნებითა და სანახაობრივი პეიზაჟებით. ბჰუტანს მეორენაირად "ცეცხლის მფრქვეველი დრაკონის მიწას" უწოდებენ.

წლების განმავლობაში ბჰუტანი იზოლირებული იყო მთელი მსოფლიოსგან, რაც განპირობებული იყო როგორც მისი ბუნებრივი, ისე
პოლიტიკური მდგომარებით. მხოლოდ 40 წლის წინ, სამეფომ კვლავ გააღო საკუთარი ქვეყნის კარი. 1999 წელს კი, ბჰუტანში ინფორმაციულ-ტექნოლოგიური რევოლუცია მოხდა - ხელისუფლებამ გააუქმა აკრძალვა ინტერნეტისა და ტელევიზიის შესახებ.

25 წლის ჯეცუნ პემა ვანგჩუკსა და მის 36 წლის მეუღლეს, ჯიგმე ხესარ ნამგიელ ვანგჩუკს, "ჰიმალაელ ქეითსა და უილიამს"
ეძახიან. აქ საჯაროდ სიყვარულის გამოვლინება დაშვებული არ არის, თუმცა ჯეცუნი და ჯიგმე ხალხის წინ სითბოს ჩვენებას არ ერიდება.

მიუხედავად იმისა, რომ წარსულში ქვეყნის მმართველები მხარ უჭერდნენ მრავალცოლიანობას, ჯიგმემ ამ ტრადიციას წერტილი დაუსვა. მან საჯაროდ განაცხადა, რომ ჯეცუნ პემა მისი ერთადერთი მეუღლე იქნება.

ჯეცუნი უბრალო ოჯახიდანა. მამამისი პილოტია, ხოლო დედა ბჰუტანის მეორე მეფის ცოლის ბიძაშვილი. დაწყებითი განათლება ჯეცუნმა ინდოეთში მიიღო. იცის ინგლისური და ჰინდი.

სხვათა შორის, ჯეცუნ პემასა და ქეით მიდლტონს ბევრი საერთო აქვთ. ჯეცუნი ქეითის მსგავსად დაკავებული იყო სპორტით და იყო სკოლის კალათბურთის გუნდის კაპიტანი გახლდათ. ამასთან, ჯეცუნსა და ქეითს აერთიანებთ ერთნაირი სოციალური პოზიცია: ჩართულები არიან საქველმოქმედო საქმიანობაში და ორივე გატაცებულია ხელოვნებით.

საინტერესოა ისიც, რომ ბჰუტანის დედოფალს საკუთარი ინსტაგრამი აქვს. მას ერთ-ერთ ლამაზ პირველ ლედად მოიხსენიებენ. ბჰუტანის მაცხოვრებლები მას სამაგალითო დედოფლად მიიჩნევენ, ხალხს ის განსაკუთრებულად უყვარს.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: ბჰუტანი - ერთადერთი ქვეყანა მსოფლიოში, სადაც ბედნიერების სამინისტრო არსებობს

ქართლოსი
11 აპრილი 2017 11:58
ყველას გაუმარჯოს, ვისაც საქართველო უყვარს და ტკივა, ვინც არ უნდა იყოს ის, სისხლით ქართველი თუ არაქართველი, ღმერთმა გაუმარჯოს მას.
მაგრამ ყველა მომხვდურს და ძალად ჩანერგილს ქართველებში, ვინც ცხვრის ქურქში გახვეულა, საქართველო და ქართველები ძულს და ყველაფერს აკეთებს ქართველთა აწიოკებისათვის, ღმერთი მიუზღავს საკადრისს. მეტი საშველი არ არის. არავითარი სხვა ხსნა, სხვა გზა არ გაგვაჩნია.

რედაქტორის რჩევით