გამარჯობა ადამიანო! - კვირის პალიტრა

გამარჯობა ადამიანო!

ეს ცხოველები ადამიანთა "შემოქმედების" ნაყოფია. ზოოლოგებმა არაჩვეულებრივი სახეობების გამოყვანა შეძლეს. ჰიბრიდები დიდხანს ვერ ცოცხლობენ და მათ უმრავლესობას არც შთამომავლობის შექმნა შეუძლია.

KvirisPalitra.Geპონზებრა

ეს პატარა პონისა და ზებრას ზებრუკაა.

KvirisPalitra.Geვირზებრა

კოხტა, ზოლებიანი ვირი, მართლაც რომ საყვარელი არსება - ვირისა და ზებრის ლამაზად მოხატული ნაშიერია.

KvirisPalitra.Geლიგრა - ყველაზე დიდი კატა

ლომისა და ვეფხვის ცნობილი ჰიბრიდი - ლიგრა, ყველაზე დიდი კატაა მსოფლიოში. ზოოპარკები არცთუ დიდი სიხარულით იღებენ ასეთ ცხოველებს, რადგან ჩვეულებრივისაგან გასხვავებით, მათი შენახვა სამჯერ ძვირი ჯდება.

KvirisPalitra.Geცხენზებრა

ზებრებს ხშირად აჯვარებენ ცხენებთან ისეთი ნაშიერის მისაღებად, რომელიც სავანის პირობებში მუშაობას შეძლებს. ცხენზებრა ცხენივით ამტანია და ზებრასავით კარგად უძლებს ცხელ კლიმატს.

KvirisPalitra.Geლამაქლემა

ეს  მშვენიერი არსება აქლემისა და ლამას ნაჯვარია. თუმცა დედამისივით კუზიანი არ არის და მამისაგან პატარა, ლამაზი ყურები და გრძელი კუდი ერგო.