ღვინის შადრევანი "ტიუდორი" - კვირის პალიტრა

ღვინის შადრევანი "ტიუდორი"

1-ელ მაისს ინგლისის მეფეთა ქალაქგარე სასახლის - ჰემპტონ კორტის ეზოში, თეატრალიზებული წარმოდგენის თანხლებით, ისტორიული შადრევანი "ტიუდორი"

გაიხსნა.  მეფე ჰენრიხ VIII-ს დროინდელი, ბრინჯაოთი და ძვირფასი ხით გაწყობილი, ოქროთი მოვარაყებული ღვინის შადრევანი ამიერიდან კვირა-უქმეებზე სტუმრებს საუკეთესო წითელი და თეთრი ღვინოებით გაუმასპინძლდება. სტუმრებს ღვინის დალევა პირდაპირ შადრევნიდან შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ მეფეთაგან გეორგ II  იყო უკანასკნელი, რომელიც ჰემპტონ კორტში ისვენებდა.