ღვინის შადრევანი "ტიუდორი"
1-ელ მაისს ინგლისის მეფეთა ქალაქგარე სასახლის - ჰემპტონ კორტის ეზოში, თეატრალიზებული წარმოდგენის თანხლებით, ისტორიული შადრევანი "ტიუდორი"
გაიხსნა. მეფე ჰენრიხ VIII-ს დროინდელი, ბრინჯაოთი და ძვირფასი ხით გაწყობილი, ოქროთი მოვარაყებული ღვინის შადრევანი ამიერიდან კვირა-უქმეებზე სტუმრებს საუკეთესო წითელი და თეთრი ღვინოებით გაუმასპინძლდება. სტუმრებს ღვინის დალევა პირდაპირ შადრევნიდან შეეძლებათ. აღსანიშნავია, რომ მეფეთაგან გეორგ II იყო უკანასკნელი, რომელიც ჰემპტონ კორტში ისვენებდა.