სტალინის ნაქონი ЗИС-115 გერმანიაში 8 500 000 ევროდ იყიდება - კვირის პალიტრა

სტალინის ნაქონი ЗИС-115 გერმანიაში 8 500 000 ევროდ იყიდება

არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, რას აირჩევდით - სტალინის ნაქონ რარიტეტულ ЗИС-ს, თუ ოთხ ახალ "ბუგატის?"

კითხვა რიტორიკულია და, შეგიძლიათ, არც უპასუხოთ. შესაბამისად, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: ავტომობილი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, ЗИС-115 გახლავთ და გერმანიაში 8 500 000 ევროდ იყიდება, ანუ ოთხი ბუგატის ფასად.

ცნობისთვის:

ЗИС-115 - საბჭოთა, უმაღლესი კლასის ბრონირებული ავტომობილია, რომლის შეზღუდული სერია სტალინის სახელობის საავტომობილო ქარხანაში, 1940-იანი წლების ბოლოს გამოუშვეს. ის შექმენს ЗИС-110-ის ბაზაზე, სპეციალურად სსრკ-ს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის - ცეკას ცენტრალური კომიტეტის პრეზდიუმის წევრებისთვის. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ამ ავტომობილით თავად იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ნამდვილად სარგებლობდა.

მანქანის გაყიდვის თაობაზე განცხადება, ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილ საიტზე, Mobile.de-ზე გამოქვეყნდა. გამყიდველი ამტკიცებს, რომ ამხანაგი სტალინი კონკრეტულად ამ მანქანით დადიოდა, 1960 წელს კი ეს ავტომობილი საბჭოთა კავშირის ერთ-ერთ დამსახურებულ მსახიობს გადაეცა. (იხილეთ სრულად)