სტალინის ნაქონი ЗИС-115 გერმანიაში 8 500 000 ევროდ იყიდება
02-05-2017
სტალინის ნაქონი ЗИС-115 გერმანიაში 8 500 000 ევროდ იყიდება
არჩევანის საშუალება რომ გქონდეთ, რას აირჩევდით - სტალინის ნაქონ რარიტეტულ ЗИС-ს, თუ ოთხ ახალ "ბუგატის?"
კითხვა რიტორიკულია და, შეგიძლიათ, არც უპასუხოთ. შესაბამისად, პირდაპირ საქმეზე გადავიდეთ: ავტომობილი, რომელსაც ფოტოებზე ხედავთ, ЗИС-115 გახლავთ და გერმანიაში 8 500 000 ევროდ იყიდება, ანუ ოთხი ბუგატის ფასად.

ცნობისთვის:
ЗИС-115 - საბჭოთა, უმაღლესი კლასის ბრონირებული ავტომობილია, რომლის შეზღუდული სერია სტალინის სახელობის საავტომობილო ქარხანაში, 1940-იანი წლების ბოლოს გამოუშვეს. ის შექმენს ЗИС
-110-ის ბაზაზე, სპეციალურად სსრკ-ს უმაღლესი ხელისუფლების წარმომადგენლებისთვის - ცეკას ცენტრალური კომიტეტის პრეზდიუმის წევრებისთვის. ცნობილია, რომ ერთ-ერთი ამ ავტომობილით თავად იოსებ ბესარიონის ძე სტალინი ნამდვილად სარგებლობდა.


მანქანის გაყიდვის თაობაზე განცხადება, ამ ცოტა ხნის წინ, ცნობილ საიტზე, Mobile.de-ზე გამოქვეყნდა. გამყიდველი ამტკიცებს, რომ ამხანაგი სტალინი კონკრეტულად ამ მანქანით დადიოდა, 1960 წელს კი ეს ავტომობილი საბჭოთა
კავშირის ერთ-ერთ დამსახურებულ მსახიობს გადაეცა. (იხილეთ სრულად)


ჯუსტალენბერი
04 მაისი 2017 00:18
ტყუილია,ეს სტალინის მანქანა არ იქნებოდა!!!სტალინს ორი ძველი კიტელი ქონდა და შემოკერებული ჩექმა ეცვა.ასეთ მდიდრულ მანქანაში არ ჩაჯდებოდა...სტალინი ურმით დადიოდა!ამ მანქანით ეტყობა სტალინის ორეული დადიოდა!
გავაზელი
03 მაისი 2017 15:29
ბრონირებული კი არა, შეჯავშნილი. ვინც თქვენ ქართული გასწავლათ ....
დათო
03 მაისი 2017 11:04
ეს კაცი ქართველი იყო,ღმერთმა ნათელში ამყოფოს მისი სული.

რედაქტორის რჩევით
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?