ზოგი როგორ უბერავს - კვირის პალიტრა

ზოგი როგორ უბერავს

4 მაისს 39 წლის დრეზდენელი ფოსტალიონი უვე მიცჩერლიკი თავის 15 წლის ასთმით შეპყრობილ კატა სესილიაზე "დაქორწინდა". უვეს თქმით, არ სურს მისი

უსაყვარლესი კატა "გაუთხოვარი მოკვდეს". რადგან გერმანიაში ცხოველებზე დაქორწინება აკრძალულია, მიცჩერლიკმა მსახიობ ქალს 300 ევრო გადაუხადა მმაჩის ბიუროს რეგისტრატორის როლის სათანადოდ შესრულებაში. საზეიმოდ გამოწყობილი "წყვილის" "შეუღლების" ცერემონიალი სტუმრებისთვის ტორტით, სესილიასთვის კი თევზის დელიკატესებით დასრულდა.