ჯემა უილიამსი: "თბილისი შეიძლება იქცეს მსოფლიო მოდის ქალაქად"
04-05-2017
ჯემა უილიამსი: "თბილისი შეიძლება იქცეს მსოფლიო მოდის ქალაქად"
თბილისის მოდის კვირეულის მე-15 სეზონმა წელს ისეთივე დიდი წამატებით ჩაიარა, როგორ წინა წლებში, თუმცა წლევანდელი კვირეული საერთაშორისო მოდის ბლოგერების, კრიტიკოსებისა და ბაიერების სიმრავლით ნამდვილად გამოირჩეოდა.

2017-18 წლის შემოდგომა - ზამთრის სეზონის ახალი ტენდენციების გამოკვეთის გარდა, თბილისის მოდის კვირეულს კიდევ რამდენიმე ძალიან მნიშვნელოვანი როლი აქვს საქართველოსნაირი პატარა მასშტაბების ქვეყნისათვის, რომელსაც მოდის რუკაზე მონიშვნა სურს.

თაკო ჩხეიძე, თბილისის მოდის კვირეულის ორგანიზატორი:
- ძირითადი მიზანი არის ის, რომ ჩვენი დიზაინერები გავაცნოთ საერთაშორისო საზოგადოებას,
ანუ ჩვენი სურვილია ქართული მოდის პოპულარიზაცია. ასევე, ყოველ სეზონზე ახალ სახელებს აღმოვაჩენთ. მოდის კვირეული მნიშვნელოვანია, როგორც ეკონომიკური, ასევე ტურიზმის მიმართულებითაც, რადგან ყოველ წელს ჩამოგვყავს "ბაიერები" (მყიდველები), დიზაინერის კოლექციით დაინტერესების შემთხვევაში იწყება მოლაპარაკებები, ღონისძიება ასევე საერთაშორისო პრესაში შუქდება, რაც ქვეყნის გაცნობას უწყობს ხელს.

მოდის ხუთდღიანი ზეიმი, ქართული
კულტურისა და ხელოვნების ლეგენდის - სოფიკო ჭიაურელის საღამოთი გაიხსნა. მულტიმედიური სახის პერფორმანსმა გამოფენა, ინსტალაცია და ვიდეო არტი გააერთიანა. მომდევნო დღეების ლოკაცია რამდენიმე გამონაკლისის გარდა ქარვასლაში გაგრძელდა. კვირეულის ფარგლებში დიზაინერებმა განსხვავებულ ფორმატშიც უმასპინძლეს სტუმრებს. მუსიკოსი კახაბერი ამჯერად დიზაინერის ამპლუაში მოგვევლინა და  თავისი კოლექციის ჩვენება ცეკვის ელემენტებით წარადგინა; დიზაინერ ანი დათუკიშვილის ჩვენებაზე მიწვეული სტუმრები კი სკოლის მერხთან აღმოჩნდნენ, რადგან ჩვენება მეექვსე საავტორო სკოლაში გაიმართა, კვირეული განახლებულ აღმაშენებელზე ლაშა ჯოხაძის ჩვენებით დაიხურა.


დადებითი შეფასებებით, როგორც ქართველი ასევე ჩამოსული სტუმრებიც გამოირჩეოდნენ. ქართული მოდა და თბილისური შთაბეჭდილებები მსოფლიოს რამდენიმე წამყვან გამოცემაში უკვე აისახა. რუსულმა "Buro", "Vogue" და საერთაშორისო გამოცემამ "Nowfashion" უკვე გამოაქვეყნეს შეფასებები თბილისის მოდის კვირეულის ფარგლებში.

ჯემა უილიამსი, "Nowfashion"-ის ჟურნალისტი:
- ძალიან საინტერესოა ადგილობრივი დიზაინერების ჩვენებები, მათი ინსპირაციის წყარო და ზოგად ის თავისებურებები, რაც გავლენას ახდენს კოლექციაზე მუშაობის პროცესში. საინტერესო ქალაქია თბილისი, განსაკუთრებით მოდის მიმართულებით, რადგან თქვენთან იგრძნობა ისტორიული მემკვიდრეობა და ეს ჩანს მოდაშიც, ასევე მიმზიდველს ხდის თვითონ ქვეყანას, შესაბამისად, მიმაჩნია, რომ თბილისი შეიძლება იქცეს მსოფლიო მოდის ქალაქად.

სენატ გებრიბი – მარანგონის ინსტიტუტის Fashion Business კურსის ხელმძღვანელი:

- პირველად ვარ თბილისში და თბილისის მოდის კვირეულზე, ძალიან მომწონს, ძალიან თბილი ხალხი ხართ ქართველები. დადებითად შევაფასებ თვითონ კვირეულს და იმედი მაქვს, რომ მომავალში უფრო მეტი ბაიერი ჩამოვა საქართველოში. მე ვთვლი, რომ ძალიან საინტერესოა თბილისი მოდის თვალსაზრისით, რადგან დემნა გვასალია, ბალენსიაგას წამყვანი დიზაინერი სწორედ საქართველოდანაა, თქვენ უდაოდ ნიჭიერი ხალხი ხართ, აღმოსავლეთ ევროპის დახვეწილი გემოვნება ნამდვილად იგრძნობა აქ.

თბილისის მოდის კვირეულის ბოლო დღე ასევე დადებითად შეაფასა თაკო ჩხეიძემ და ექსკლუზიურად "კვირის პალიტრის" მკითხველისთვის იმ მოდელების ვინაობა გაგვიმხილა, ვინც 2009 წლიდან მონაწილეობას იღებს ჩვენებებში, დღეს კი ყველაზე მოთხოვნად მოდელებად ითვლებიან.

თაკო ჩხეიძე:
-
ზოგადად ეს პროექტი ხელს უწყობს არამარტო დიზაინერების პოპულარიზაციასა და აღმოჩენას, ასევე მოდელების ჟურნალისტების, ფოტოგრაფების. თითქმის ყველა წამყვანი მოდელი დღეს ვინც არსებობს - ანა შელია, მარიამ სანოგო, ანი ჩიხლაძე, მარიტა ჯანაშია - დღეს ძალიან პოპულარული მოდელია და ფეხი აიდგეს თბილისის მოდის კვირეულზე.

კვირეულის დასრულებიდან რამდენიმე დღეში საერთაშორისო ბაირების დაინტერესება უკვე გამოიკვეთა, ასევე აღინიშნა პრესის ფავორიტები, მათ შესახებ გამოხმაურებას მომავალი კვირიდან უნდა ველოდოთ საერთაშორისო პრესის ფურცლებსა და ონლაინ გამოცემებში
.

ნინო წიფურია (სპეციალურად საიტისთვის)

MCARE
18 მაისი 2017 00:58
MARTAL
tu shen zarmaci xar da usaqmuri sxvastan ra ginda me asetad ar vtvli chems tavs da chems garemocvas gaige martal
გავაზელი
16 მაისი 2017 17:52
ტროლი თავში გიზის უსახელო ოპონენტო. იოცნებე, როდის გახდება თბილისი მილანის სადარი.
16 მაისი 2017 14:56
giorgi,iasha,გავაზელი ;თქვენნაირი ტროლები რომ აღარ იქნებიან მაშინ აუცილებლად გახდება

რედაქტორის რჩევით