ტუნიკი "ვერ ისვენებს" - კვირის პალიტრა

ტუნიკი "ვერ ისვენებს"

შიშველი "ფლეშ-მობებით" სკანდალურად ცნობილი ამერიკელი ფოტოგრაფი სპენსერ ტუნიკი "ვერ ისვენებს". ამჯერად მან "სულ რაღაც" 1000 სხვადასხვა ასაკის

მანჩესტერელი ქალი და მამაკაცი  გააშიშვლა სელფორდის პარკში, რათა ამერიკელი მხატვრის, ლორენს სტივენ ლაურის გალერეისთვის 10 წლისთავი "მიელოცა". სხვათა შორის, "ინსტალაციაში", რომელიც 1000 შიშველზე იყო გათვლილი, მონაწილეობის სურვილი 4000-მა მოხალისემ გამოთქვა. ინსტალაცია ტუნიკის აზრით, ლაურის ნახატების "იმიტაციაა"..