პიპა გათხოვდა - მორიგი ქორწილი სამეფო ოჯახში - კვირის პალიტრა

პიპა გათხოვდა - მორიგი ქორწილი სამეფო ოჯახში

კემბრიჯის ჰერცოგინია ქეით მიდლტონის დის, პიპა მიდლტონისა და მულტიმილიონერ, ჯეიმს მეთიუზის ქორწილი დღეს გაიმართა.

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი პიპა მიდლტონი საკუთარ ქორწილში წმინდა მარკის სახელობის ეკლესიამდე მამამისმა – მაიკლმა მიაცილა. ისინი საქორწილო ცერემონიაზე 1951 წელს გამოშვებული იაგუარით დაახლოებით 11:15 წუთზე მივიდნენ.

პატარძალი ჯაილს დიქენის ულამაზეს თეთრ კაბაში იყო გამოწყობილი. სტივენ ჯონსის ვუალი და სპილოს ძვლისფერი ატლასის მანოლო ბლანიკის ფეხსაცმელი კი საბოლოოდ შესანიშნავ კომბინაციას ქმნიდა. პიპა მიდლტონის მისვლამდე რამდენიმე წუთით ადრე, ეკლესიაში მივიდა მილიონერი ნეფე - ჯეიმს მეთიუზი.

მოწვეულ სტუმრებს შორის იყო ტენისის ჩემპიონი როჯერ ფედერერი და მისი ცოლი მირკა.

ახლახანს გავრცელდა ინფორმაცია, რომ პატარძლის ხელისმომკიდეები ჰერცოგინია ფილიპა ჰოიოსი, ლილი ფრენჩი, ავაია ჰორნერი და 2 წლის პრინცესა შარლოტა არიან. პაჟები კი ქასიმირ ტატოსი, ედვარდ სებაირი, უილიამ უორდი და 3 წლის პრინცი ჯორჯი. ყველა მათგანი Pepa & C-ს ინდივიდუალურ კოსტიუმში იყო გამოწყობილი.

მოამზადა ანა სიბოშვილმა

იხილეთ ასევე: პიპას ბედნიერება - ბრიტანეთი, სამეფო ოჯახისთვის შესაფერი, ქორწილის მოლოდინშია