"გახდა მერიკო ორი თვის და სამსახურში წასვლის დროც დადგა" - თეა წულუკიანი შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს
21-05-2017
"გახდა მერიკო ორი თვის და სამსახურში წასვლის დროც დადგა" - თეა წულუკიანი შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს
იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი შვილის ახალ ფოტოებს აქვეყნებს. მინისტრის გოგონა დღეს ორი თვის გახდა. "გახდა მერიკო ორი თვის და ხვალიდან სამსახურში წასვლის დროც დადგა" - წერს წულუკიანი ფოტოების კომენტირებისას.

იუსტიციის მინისტრს გოგონა 18 მარტს შეეძინა. ახალშობილს მშობლებმა მარიამი დაარქვეს. ის წულუკიანისა და მისი მეუღლის, ნუგზარ კაკულიას პირველი შვილია. იუსტიციის მინისტრი დეკრეტულ შვებულებაში მარტის დასაწყისში გავიდა. ამ დრომდე მის მოვალეობას მინისტრის პირველი მოადგილე ალექსანდრე ბარამიძე ასრულებს.
ტოტო
31 მაისი 2017 17:10
ჰოდა დროა შეეშვას პოლიტიკას გაზარდოს შვილი .....(ამით ყველას ეშველაბა...!)
ლალი
31 მაისი 2017 15:11
რა საყვარელი ხარ პატარავ,სულ მინდა გიყურო.ბედნიერი და ჯანმრთელი გაიზარდე.
ლელა
31 მაისი 2017 09:46
გაიზარდე

რედაქტორის რჩევით