"...მერე მეც პარლამენტარი გამოვალ" - პატარა ჩემპიონის "ოცნება" და ქართველი პოლიტიკოსების ბავშვობის ფოტოები (ფოტოგალერეა) - კვირის პალიტრა

"...მერე მეც პარლამენტარი გამოვალ" - პატარა ჩემპიონის "ოცნება" და ქართველი პოლიტიკოსების ბავშვობის ფოტოები (ფოტოგალერეა)

ამასწინათ, ახლობელი ერთ სახალისო ამბავს მომიყვა: "ჩემი ნათესავის 8 წლის ბიჭმა თავის ასაკში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საჭიდაო ტურნირი მოიგო და ოჯახში, სუფრაზე აღვნიშნავდით მის წარმატებას. უკვე შეზარხოშებულმა პატარა ჩემპიონს ვკითხე რომ გაიზრდები, ვინ გინდა გამოხვიდე-მეთქი? - მიპასუხა, საქართველოს ჩემპიონიო, კიდევ - მეთქი? - გადავეკიდე, - მერე მსოფლიო ჩემპიონატს მოვიგებ, მერე ოლიმპიადასო... კიდევ, კიდევ-მეთქი? - არ მოვეშვი... - დაფიქრდა და მიპაუხა, - მერე პარლამენტარი გამოვალო..." ბევრი ვიცინეთ...

ალბათ საქართველო ერთადერთი ქვეყანაა სადაც მოზარდები აკვნის ასაკიდან გამოსვლის შემდეგ უპირველესად პოლიტიკოსობაზე, პარლამენტში მოხვედრასა და "ქვეყნის პრეზიდენტობაზე" ოცნებობენ.

მოკლედ, გთავაზობთ ქართველ პოლიტიკოსთა ბავშვობის ფოტოებს -  ფოტოგალერეა

მომზადა თეა ბეჟიტაშვილმა