როგორია ჩრდილოეთ კორეელი ხალხის ცხოვრება? - აკრძალული ფოტოები - კვირის პალიტრა

როგორია ჩრდილოეთ კორეელი ხალხის ცხოვრება? - აკრძალული ფოტოები

ფრანგმა ფოტოგრაფმა ერიკ ლაფორგემ 2014 წელს ჩრდილოეთ კორეაში ვიზიტის დროს თავის ფირზე ასახა ისეთი მომენტები, რომლის გადაღებაც აკრძალული იყო. შეიძლება, მის სურათებს აკრძალული ფოტოები ჩრდილოეთ კორეის შესახებაც ვუწოდოთ. ფოტოებში ნახავთ მშიერ ბავშვებს, მშრომელ პატარებს, ადამიანს, რომელიც ბალახს გამოსაკვებად ეძებს და ა.შ.

ფოტოგრაფის თქმით, ფხენიანში სიღარიბე ნაკლებად არის, რადგან დედაქალაქში მხოლოდ ელიტა ცხოვრობს, თუმცა ქვეყნის დანარჩენ ადგილებში სიღარიბეს ყველგან გადაეყრებით.

ამ ფოტოების გადაღებისა და გამოქვეყნების შემდეგ, ფოტოგრაფს ჩრდილოეთ კორეაში შესვლა აეკრძალა, თუმცა მან შეძლო და მსოფლიოს ამ ქვეყანაში არსებული სიტუაცია ანახა.

იხილეთ ფოტოგალერეა

იხილეთ ასევე: "ჩრდილოეთ კორეელი ბავშვის პირველი სიტყვა დედაა, მეორე კი - კიმ ირ სენი" - რას ჰყვება კაცი, რომელიც ჩრდილოეთ კორეიდან გამოიქცა?!

წყარო