"რუბენ, შენ არა ხარ, ბიჭო?.." - ჰოლივუდის "ნათლიმამა" თბილისიდან
03-06-2017
"რუბენ, შენ არა ხარ, ბიჭო?.." - ჰოლივუდის "ნათლიმამა" თბილისიდან
ძველი თბილისის ერთ-ერთ იტალიურ ეზოში გაზრდილ მსოფლიო დონის კინოსა და თეატრის რეჟისორს, რუბენ მამულიანს დღეს მსოფლიო, ამერიკელ რეჟისორად იცნობს. მან ბავშვობა თბილისში გაატარა. რუბენის დედა თბილისის სომხურ თეატრში მსახურობდა, რუბენის მამა კი ბანკირი იყო. ოჯახის გავლენით რუბენი პატარაობიდანვე ჩაერთო თეატრალურ ხელოვნებაში და თბილისში საკუთარი დრამატული წრეც კი ჩამოაყალიბა.

ბავშობაშივე გადაწყვიტა სასცენო ხელოვნება პროფესიონალურად შეესწავლა, ამიტომ სწავლა ლონდონის უნივერსიტეტში განაგრძო, ხოლო 25 წლის ასაკში პირველი პიესა დადგა, რომელმაც დიდი მოწონება დაიმსახურა.
უამრავ შემოთავაზებათა შორის ერთ-ერთი ამერიკაში გამგზავრებაც იყო.

რუბენი შტატებში მალევე  გაემგზავრა და ჯორჯ ისტმენის თეატრში უამრავი ოპერა დადგა. ასე დაიწყო
რუბენ მამულიანის კარიერა თეატრსი, რაც მოგვიანებით კინოში გაგრძელდა. 1927 წელს რუბენ მამულიანმა ნიუ-იორკში, სცენაზე პირველმა დადგა  ჰეივორდის რომანი "პორგი და ბესი", სპექტაკლები ანშლაგებით მიდიოდა...

ოპერები, რუბენ მამულიანის სასცენო დადგმებით,  ბროდვეიზე დღესაც კი იდგმება.

რუბენ მამულიანის მოღვაწეობა კინოში 1920-იანი წლების ბოლოდან იწყება. სწორედ ამ პერიოდში იქმნება კინოს ახალი კულტურა, მაშინ როცა კადრს ხმაც დაემატა და უფრო მეტი გამომსახველობა შეიძინა. რუბენ მამულიანმა პირველმა მოახერხა ორი მიკროფონით ხმის სინთეზური, სტერეო ჩაწერა. ასევე პირველად გამოიყენა ორი კამერა, რითაც ერთ მოქმედებას დამატებითი ხედვის კუთხე შესძინა.

"ზოროს ნიშანი",
რომელსაც 1980-იან წლებში ილუზიონი აჩვენებდა, რუბენ მამულიანის მიერ 1940 წელს გადაღებული ფილმია. "ფერთა გამის პროგრესია უნდა გადაწყდეს ერთ - წითელ ფერში", - ამბობდა რეჟისორი, რომელმაც კინოს ისტორიაში პირველი სრულმეტრაჟიანი, სამფირიანი სისტემით გადაღებული ფერადი ფილმი "ბეკი შარპი" გადაიღო.

რუბენ მამულიანი ჰოლივუდის აღიარებულ ოსტატად და "ნათლიმამადაც" კი იქცა. სწორედ მან დაიწყო ფილმ "კლეოპატრას" გადაღება, რომელშიც ელიზაბეტ ტეილორი მონაწილეობდა. მსახიობმა იმ დროისთვის სენსაციური ჰონორარი - 1 მილიონი დოლარიც კი აიღო. "როდესაც ფილმის გადაღებას იწყებ, აუცილებელია ყველა ადამიანი შეგიყვარდეს, ვისთანაც მუშაობ", - ამბობდა რეჟისორი.

ცხოვრების ბოლო პერიოდში რუბენმა სასცენო მოღვაწეობას რამდენიმე ლიტერატურული ნამუშევარიც შემატა. 1964 წელს საბავშვო წიგნი გამოაქვეყნა. 1982 წელს კი მას ამერიკის რეჟისორთა გილდიის უმაღლესი ჯილდო გადაეცა.

მამულიანის ფილმებში, სხვა ცნობილ მსახიობებთან ერთად, მარლენ დიტრიხი, გრეტა გარბო, მორისონ შევალიე, ელიზაბეტ ტეილორი თამაშობენ. როგორც ამბობენ, რუბენმა პირველმა გამოიყენა კინოში კადრს მიღმა ხმა. გადაღებებმა კი პავილიონებიდან ქალაქის ქუჩებში გადაინაცვლა.

როგორც ცნობილია, ის საბჭოთა კავშირში ერთ-ერთ კინოფესტივალზე მიიწვიეს, მამულიანი საქართველოს - თბილისს ესტუმრა და ბავშვობისდროინდელი ეზო მოინახულა. ყვებიან, რომ ეზოში შესული, უკვე ასაკოვანი მამულიანი მისივე ასაკის მამაკაცმა იცნო და აივნიდან გადმოსძახა: "რუბენ, შენ არა ხარ, ბიჭო?"

მიუხედავად ასეთი კარიერული წინსვლისა, პირადი ცხოვრება არ აეწყო. მამულიანი დაქორწინდა აზადია ნიუმანზე, რომელიც ალკოჰოლიკი იყო. ცოლის საშინელი ხასიათისა და ალკოჰოლისადმი სიყვარულმა განაპირობა, რომ წყვილს შვილები არ ჰყავდა. საბოლოოდ ის 1987 წელს ლოს-ანჯელესში გარდაიცვალა.

"თუ სამყარო თეატრია და ადამიანები მსახიობები, მაშინ ცხოვრებაში ყველაზე მთავარია ეს როლი კარგად შეასრულო, არ აქვს მნიშვნელობა, რამდენად ხარისხიანი იქნება პიესა",
- ამბობდა რეჟისორი.

ჰოლივუდიდან შორს, თბილისში, სანკტ-პეტერბურგის ქუჩის ერთ-ერთ სახლზე, ნახავთ მემორიალური დაფას, წარწერით: "ამ სახლში 1897 წელს დაიბადა და 1922 წლამდე ცხოვრობდა რუბენ მამულიანი..."

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
ვიკა
06 ივლისი 2017 12:30
ნაირა,სისულელეებს თკვენ წერთ.რატომ? იმიტომ რომ საკ არტგელოს ისტორია არ იციტ.დიახაც ,ხდებოდა გასომხება.კარგათ წაიკიტხე[ტუ ,რატკმაუნდა გყოფნის განატლება] საკარტველოს ისტორია.იკ,ძალიან ბევრ საინტერ.აღმოაჩენ.ან,კიდევ დიუმას ;კავასია'.გტხოვტ ,არ დაბლოკოთ,
ნაირა
27 ივნისი 2017 12:10
vika - სისულელეებს ნუ წერთ! 1897 წლის 8 ოქტომბერს დაიბადა რუბენ მამულიანი (Rouben Mamoulian 1897 – 1987) - სომხური წარმოშობის ამერიკელი რეჟისორი!
ქართველების გასომხება არის მიფი, გეყოოოოთ, მოგონილი ამბებია! და აი სომხების მასიური გაქართველება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე დღემდე ხდება! ბაბუაჩემს ჯერ კიდევ კომუნისტების დროს უთხრეს ამრამიანი აბრამიშვილად გადაიკეთე და თანამდებობას მაშინ აგიწევთო!!! რა თქმა უნდა გვარი არ გადაიკეთა და აბრამიანები ვართ!!!!!!!!!
giorgi-s
20 ივნისი 2017 18:00
თქვენი ლოგიკით 90 პროცენთი ქართველებისა (გვარების და სახელების მიხედვით) სპარსელები არიან და ა.შ. (არ დაბლოკოთ)

რედაქტორის რჩევით