გადაარჩინეს ყურებმა - კვირის პალიტრა

გადაარჩინეს ყურებმა

6 წლის ჩინელი ბიჭუნა ფანჯრიდან გადავარდა და ბედად მერვე სართულის ფანჯრის ცხაურში გაეჩხირა. უეჭველი სიკვდილისგან ბავშვი გადაარჩინა... ფიჩორა ყურებმა!

გამვლელებმა ჰაერში ჩამოკიდებული მტირალი პატარა შეამჩნიეს და მაშინვე დახმარება გამოიძახეს. სანამ სახანძრო გიჟური სისწრაფით მოვარდებოდა, ყურებმა ბავშვის სიმძიმეს წარმატებით გაუძლო...(!)