ლოქო - "მიწისძვრის მბრძანებელი"
ლუარსაბისა და დარეჯანისგან განსხვავებით, იაპონელების აზრით, სამყარო სამ ვეშაპზე კი არა, სამ ლოქოზე დგას. აქედან გამომდინარე, ლოქო მათთვის მიწისძვრის
სიმბოლოცაა - სწორედ ამის გამო ადევს ლოქოს თავზე "დედამიწა" ტოკიოს ფესტივალზე - "კანდა მეძინი". იაპონელები, რასაკვირველია, "მიწისძვრის მბრძანებელს" დანდობას შესთხოვენ.