კეტი პერის არნახული წარმატება - კვირის პალიტრა

კეტი პერის არნახული წარმატება

ჟურნალ "მაქსიმის" მეტად ამბიციურ ყოველწლიურ  კონკურსში - "თანამედროვეობის 100 ყველაზე სექსუალური ქალი", ყველასთვის მოულოდნელად პირველ ადგილზე

25 წლის ამერიკელი მომღერალი კეტი პერი გავიდა. "სექსუალურ ქალღმერთთა" ტოპათეულში ასევე მოხვდნენ: ბრუკლინ დეკერი, ზოი სალდანა, ბლეიკ ლავლი, მეგან ფოქსი, რიანა, ელიზაბეტ კანალისი (ჯორჯ კლუნის მეგობარი ქალი), ოლივია მუნი, კიმ კარდაშიანი და მარისა მილერი.

თუმცა კეტი პერის "სუპერთავგადასავალი" ამით არ დამთავრებულა! ამის შემდეგ ნიუ-იორკში, სახელგანთქმულ "მეტროპოლიტენ მუზეუმში", ჩატარდა უპრესტიჟულესი "მოდის ოსკარი" - Costume Institute Gala, რომელშიც მსოფლიოს სუპერვარსკვლავები და საკულტო დიზაინერები მონაწილეობდნენ. კეტიმ კვლავ იმარჯვა. მართალია, "მის სექსუალურობის" თეთრი კაბა სულაც არ ჩანდა განსაკუთრებული, მაგრამ შუქი ჩაქრა და... სამოსის ნაკეცებში მანათობელი გირლანდები ფანტასტიკურ ფერებად აინთო!