"ავტორიტეტული" ლედი გაგა
პრესტიჟულმა ჟურნალმა თიმე -მა "თანამედროვეობის ყველაზე ავტორიტეტული ადამიანების" სია შეადგინა. განყოფილებაში, "შოუბიზნესი და ხელოვნება", პირველ
ადგილზე საკმაოდ სკანდალური ლედი გაგა გავიდა, "ავტორიტეტული ათეული" კი ასე გამოიყურება: ტელეწამყვანი კონან ობრაიენი, უკვე ექსტელეწამყვანი ოპრა უინფრი, მუსიკოსი ვალერი გერგიევი, რეჟისორი კეტრინ ბიგელოუ, მსახიობი რობერტ პატინსონი, მსახიობი ეშტონ კატჩერი, მსახიობი ნილ პატრიკ ჰარისი, მომღერალი ტეილორ სვიფტი, მწერალი სიუზან კოლინსი.