ცნობილი მამები და მათი არანაკლებ ცნობილი შვილები ( + ფოტოგალერეა)
18-06-2017
ცნობილი მამები და მათი არანაკლებ ცნობილი შვილები ( + ფოტოგალერეა)
ფოტოგალერეა

მამის დღე საქართველოში უკვე მეორე წელია აღინიშნება. ეს დღესასწაული პირველად 1910 წლის 19 ივნისს, ვაშინგტონის შტატის პატარა ქალაქ სპოკანში დააწესეს. მისი ინციატორი იყო სონორა სმარტ დოდი არკანზასის შტატიდან, რომელმაც ეს დღე გამოაცხადა სპოკანში ახალგაზრდა კაცთა ქრისტიანული ასოციაციის შეკრებაზე, მამის უილიამ სმარტის პატივსაცემად, რომელსაც მეუღლე მეექვსე ბავშვის გაჩენის შემდეგ გარდაეცვალა და  ექვსი შვილი მარტომ გაზარდა. მრავალ ქვეყანაში ეს დღესასწაული აღინიშნება ივნისის მესამე კვირა დღეს. ზოგიერთ ქვეყანაში ის მიესადაგება წმინდა იოსების
ხსენების დღეს.

აშშ-ში ეს დღე ეროვნულ დღესასწაულად გამოცხადდა 1966 წელს, პრეზიდენტ ლინდონ ჯონსონის მიერ. ტრადიციულად ამ დღეს ამერიკის მოქალაქეები პატივს მიაგებენ მარტოხელა მამებს.

დღესასწაული პირელად საქართველოში 2016 წლის 19 ივნისს აღინიშნა საერთაშორისო საქველმოქმედო ორგანიზაციის Campus Lions Club Tbilisi-სა და სპეციალურად ამ დღისთვის შექმნილი ორგანიზაცია Happy
Father's Day in Georgia-ს მიერ. წელს კი დღესასწაული გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისისა და არასამთავრობო ორგანიზაციის We Care ინიციატივით, კამპანიის "კაცები ზრუნავენ" ფარგლებში გაიმართება.

კამპანიის მთავარი მიზანია წაახალისოს მამაკაცების ჩართულობა ოჯახის საქმიანობაში. კამპანიაში მონაწილეობა შეუძლია ყველა მამაკაცს, რომელიც გენდერული თანასწორობისა და ქალთა საზოგადოებრივი აქტივობის მხარდამჭერია.

ამ დღესთან დაკავშირებით გთავაზობთ ფოტოებს, რომელზეც ცნობილი ქართველი მამები, ასევე ცნობილ შვილებთან ერთად არიან აღბეჭდილნი.

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე
26 ივნისი 2017 13:15
ყველა მშობელმა, დედამ და მამამ, იხაროს თავისი შვილის ბედნიერებით და ყველა შვილმა იამაყოს თავისი გამჩენ-გამზრდელით.
---------
22 ივნისი 2017 14:31
ჩახავა--- რა ლამზები, ნიჭიერები და რღანაირები არიან, ფოტოზე და რეალობაში ხომ საერტოდ რა იქნობოდნენე
gia
20 ივნისი 2017 14:38
ჩახავა-მახარაძის ოჯახი ! აი ნამდვილად მაღალი დონის და მაღალი გენეტიკის ოჯახი!

განსხვავებით ფულით,თუ ტინგიცობით აღზევებული მდაბიოების ოჯახებისაგან!

რედაქტორის რჩევით