"კარტოფილს ვიღებდი, რაისას საქორწინო კაბისთვის ფული რომ მეშოვნა" - რაისა გორბაჩოვა, საბჭოთა პირველი ლედი, პარიზული შარმით
28-06-2017
"კარტოფილს ვიღებდი, რაისას საქორწინო კაბისთვის ფული რომ მეშოვნა" - რაისა გორბაჩოვა, საბჭოთა პირველი ლედი, პარიზული შარმით
ის საბჭოთა პირველი ლედი იყო, რომელიც ფართო საზოგადოების ყურადღების ცენტრში მოექცა, მეტიც, ამბობდნენ, რომ მას იმჟამინდელი კრემლის გადაწყვეტილებებზე დიდი გავლენა ჰქონდა. ფაქტობრივად, ყველა ადგილობრივი თუ უცხოური ვიზიტებისას თან ახლდა მეუღლეს, დიდი კომუნისტური "დერჟავის" პირველ პირს, მიხეილ გორბაჩოვს, მასპინძლობდა მსოფლიო ლიდერებს და მათ მეუღლეებს, ეწეოდა ქველმოქმედებას... გამუდმებით განიხილავდნენ მის ჩაცმულობას, სტილს, საუბრის მანერას... ამბობდნენ, რომ მისი თამამი ქცევა ზედმეტად დასავლური იყო.

რაისა გორბაჩოვა მართლაც რომ თავისი დროის პირველი ქალბატონი იყო...

ყვებიან,
რომ მუზეუმებისა და სხვა მრავალი კულტურული დაწესებულებების აღდგენასა და აშენებაში მონაწილეობდა, სწორედ მან ითავა სპეციალისტთა ჯგუფის შედგენა, რომელსაც საბჭოთა პერიოდში დანგრეული ტაძრების აღდგენაზე უნდა ემუშავა.

ქალბატონი, რომელსაც განათლების მაღალი დონისა თუ პოლიტიკური შეხედულებების გამო საბჭოთა კავშირის გარეთაც კი დიდ პატივს სცემდნენ, 1932 წლის 5 იანვარს
დაიბადა. მამა მაკსიმ ანდრეევიჩ ტიტარენკო განსაკუთრებულად გაახარა თურმე ქალიშვილის დაბადებამ, სახელიც მან დაარქვა. 

სკოლის ოქროს მედალზე დამთავრების შემდეგ, რაისამ მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოსოფიის ფაკულტეტზე გამოცდების გარეშე ჩააბარა. სწორედ აქ გაიცნო რაისამ მომავალი მეუღლე მიხეილ გორბაჩოვი. მეუღლის პარტიულ თანამდებობაზე დანიშვნამდე მომავალი პირველი ლედი მოსკოვის სახელმწიფო უნივერსიტეში ლექციებს კითხულობდა.

რაისასა და მიხეილს ძალიან უყვარდათ ერთმანეთი. ამბობენ, რომ რაისა ეჭვიანი იყო და  ხშირად უწყობდა ქმარს ეჭვიანობის სცენებს, თურმე საჯაროდაც კი. როცა გორბაჩოვის მშობლების სახლში, მისი სკოლისდროინდელი შეყვარებულის ფოტო აღმოაჩინა, ამის შესახებ მთელმა კრასნოდარმა გაიგო. გორბაჩოვების ფეშენებელური ვილის მომსახურე პერსონალი იგონებდა, როგორ მკაცრად აკონტროლებდა რაისა მოსამსახურე ქალებს, სიმპათიურ მასაჟისტებს დაუყონებლივ თავიდან იშორებდა, ქმარს კი სახალხოდ შენიშვნებსაც კი აძლევდა.

აღსანიშნავია, რომ საბჭოთა კავშირში რაისამდე პირველი პირების ცოლებს არც კი იცნობდნენ, მაგრამ რაისამ დაარღვია სტერეოტიპები. მას სხვადასხვა კომპლიმენტებით ამკობდნენ. "საბჭოთა კავშირის პირველ ლედის პარიზული შარმით" საზოგადოებაში ლამის ქმარზე ნაკლები წონა არ ჰქონდა.

საბჭოთა კავშირის ყოფილი პირველი პრეზიდენტი მიხეილ გორბაჩოვი, ცოლის გარდაცვალების შემდეგ მიცემულ ერთ-ერთ ინტერვიუში ამბობს:

"სექტემბერი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი თვეა და არა მხოლოდ იმიტომ, რომ რაისამ ამ თვეს დამტოვა, 1953 წლის 25 სექტემბერს ჩვენ ხელი მოვაწერეთ...  ქვეყანაში რთული პერიოდი იყო, თან სტუდენტები ვიყავით. ფული ძალიან ცოტა გვქონდა, ამიტომ ორივე ვმუშაობდით, რათა ქორწილისთვის ფული მოგვეგროვებინა. კომბაინით კარტოფილს ვიღებდი, რაისას საქორწინო კაბისთვის ფული გამოვიმუშავე, თეთრი შიფონის კაბა შეიკერა, ფეხსაცმელი კი მეგობრისგან ითხოვა. რეესტრში ბეჭდებიც კი ვერ გავცვალეთ, საქორწინო ბეჭედი რაისას წლების შემდეგ ვაჩუქე. პირველ ხანებში რაისამ საერთოდ არ იცოდა საჭმლის კეთება, ის სწავლით იყო დაკავებული, სკოლა ოქროს მედალზე დაამთავრა.

მას ჩემამდე ჰყავდა საქმრო, კარგი ბიჭი იყო, კარგი ოჯახის შვილი, თუმცა მომავალი რძლის სანახავად ჩამოსულმა სადედამთილომ დაიწუნა რაისა და ვაჟს დაქორწინების საშუალება არ მისცა. მე და მას კი ყველაფერი როგორღაც მარტივად გამოგვივიდა და ასე იყო მთელი ცხოვრება.

ცეკვა ძალიან გვიყვარდა, ერთხელ ახალგაზრდებმა წეულებაზე დაგვპატიჟეს, ორკესტრმა ვალსი დაუკრა, ჩვენ კი ისე გავერთეთ ცეკვით, რომ თურმე ორკესტრი აღარ უკრავდა და ყველა ჩვენ გვიყურებდა.

რომ დავქორწინდით, რაისა მალევე დაფეხმძიმდა, თუმცა ექიმები ურჩევდნენ რომ ჯერ ბავშვი არ გაეჩინა. ამ შემთხვევამდე ერთი წლით ადრე რაისა ავად გახდა და ისე ცუდად იყო სიკვდილს გადაარჩინეს. რევმატიზმის საშინელი შეტევის გამო, ფეხზე ვერ დგებოდა, ბიჭების დახმარებით გაჭირვებით გადავიყვანე საავადმყოფოში, ამ შეტევამ გულის პრობლემებიც შეუქმნა. ექიმებმა მითხრეს, მიიღეთ გადაწყვეტილება, ბავშვი ან დაიბადება ან არა, მაგრამ დედა მშობიარობას ვერ გადაიტანსო. ორსულობა შეწყვიტეს, როგორც გვითხრეს ვაჟი იყო..."

როგორც ცნობილია, რაისა გორბაჩოვაზე მარგარეტ ტეტჩერიც კი წერდა თავის მემუარებში, ტეტჩერს საბჭოთა ქალბატონის ჩაცმულობა მოსწონდა. "რკინის ლედი" რაისასთან მეგობრობდა. საბჭოთა ქალბატონის გემოვნებიანი ჩაცმულობის გამო ლეგენდებიც კი დადიოდა, თითქოს მას თავად ივ სენ ლორანი უკერავდა სამოსს...

"ტეტჩერი და რაისა ერთმანეთს ინგლისურ ენაზე ესაუბრებოდნენ. მე კი ინგლისური არ ვიცოდი..." - იხსენებს მეუღლეს მიხეილ გორბაჩოვი.

გორბაჩოვის მმართველობის დროს, რაისა საზოგადოებრივ საქმიანობას ეწეოდა, ხშირად დაჰყვებოდა ქმარს საქმიან ვიზიტებზე და გამუდმებით ტელეეკრანებზე ჩანდა, რაც საბჭოთა ქალების გაღიზიანებასაც იწვევდა. როგორც უკვე აღვნიშნეთ, ბევრი ქალი მიიჩნევდა, რომ რაისა მეტისმეტად ბევრს ლაპარაკობდა და გამომწვევადაც ეცვა.

1987 წელს ბრიტანელებმა მას "წლის ქალის"  ტიტული მიანიჭეს. საერთაშორისო ფონდმა "ერთად მშვიდობისთვის" ის 1991 წელს "წლის ქალბატონად" დაასახელა. მიხეილ გორბაჩოვის გადადგომის შემდეგ, რაისა გორბაჩოვა პრესის თვალსაწიერიდან გაქრა. მან საქველმოქმედო ფონდი დააფუძნა და ლეიკემიით დაავადებულებზე ზრუნავდა.

1999 წლის 20 სექტემბერს რაისა გორბაჩოვა ლეიკემიით გარდაიცვალა. მისი დაარსებული საქველმოქმედო კლუბი კი დღემდე არსებობს და რაისას ქალიშვილი, ირინა გორბაჩოვა ხელმძღვანელობს.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
ლუხო
04 აგვისტო 2017 21:12
სისხლის ფასად . . . ხაკალ დამა (ებრაულად -სისხლიანი ყანა,
მიწა, ქრისტეს გაყიდვის საფასურით ნაყიდი)

ცისა და მიწის გასაყარზე გვედგა კარავი,
გვენთო კიცონი და ამ კოცონს კერას ვეძახდით,
არავინ გვყავდა მომდურავი, არცა მპარავი,
არ მაკლდა ღვინო რქაწითელის, არცა მანავის.
ვცხოვრობდით მშვიდად, სამეზობლო გვყავდა რჩეული,
აფხაზურ ყადრით და ზრდილობით გამორჩეული.
ოსი, ბერძენი, იეზიდი, რუსი, თათარი,
არც ვკითხულობდი ვინ ვინ იყო, გითხრა მართალი.
ქორწილი, ლხინი ჩვენი იყო, რაც იყო ქვეყნად,
და ამ სიყვარულს საბჭოეთი სახელად არქვა.
არ გვეშინოდა არც შიმშილის არც უფულობის,
არც გულცივობის,დამცირების, არც უგულობის.
მგრამ მოვიდა დაღიანი, არივ-დარია,
მოჰყვა ელცინი, არც იმას არ გაუხარია.
იმას პუტინი, შევარდნაძე მელა, იუდა,
დაგლიჯ-დაფლითეს საქართველო მონღოლ- ყიურთა,
-რატომ და რისთვის? -ამერიკას რომ ასე სურდა,
-ის რაც ვერ შესძლეს ზარბაზნებით, თოფით და ტყვიით,
ის გააკეთეს ფულითა და დემოკრატიით.
აძაღლდეს ყველა, ვინც ბავშვების ცოდვა დაიდო,
უმანკო სისხლის საფასურად ფული აიღო.
-შემირცხვენია ის პრემიაც, ჯილდო ნობელის,
გორბაჩოვს მისცეს, ჩვენი სისხლის ფასად რომელიც.
* 2017წ.

ხოხ
30 ივნისი 2017 12:04
ამკაცმა და თეთრმა მელამ დაგვანგრიეს ქვეყანა თავზე . ხომ შეიძლებოდა გასახარელი დამოუკიდებლობა მიგვეღო ყველა ამ სიბოროტის გარეშე , რაც დღემდე გრძელდება ჩვენს ქვეყანაში . ნუთუ არშეიძლებოდა უსუსხლოდ და ხალხის გაღატაკების გარეშე. რომელშიც დიდი წვლილი მიუძღვის ვაუჩერების ხალხისთვის დარიგებას , ისმის კითხვა ერთი ვაუჩერით რა უნდა შეესყიდა ადამიანს რომელსაც სხვა არაფერი ქონდა გარდა იმისა რომ ბანკში შეტანილი ფულები ვითომ გაგიორმაგებთო და მერე ვიღაცეებმა სულ შეუჭამეს მოტყუებულ ხალხს. ერტ ვაუცერს გაქოფაკებულ ვითომ ბიზნესნებს უთვლიდნენ 35 დოლარის შესაბამის ლარში და გაუბედურებული ხალხი კი ყიდდა 2-3 ლარად ერთ ვაუჩერს . ეს ხრიკები ისევ თავის ბანდისთვის მოიგონეს . ხალხი კი დღემდე არის მოტყუებული . არ შეგერგებატ უფალი დაგსჯით.
alexandre
30 ივნისი 2017 09:24
რაისა იყო სუსლოვის ნათესავი და გორბაჩოვის წინსვლა მისი კარიერის ადრეულ ეტაპზე იყო ამასთან დაკავშირებული. არის ანალიტიკური ინფორმაცია რუსულ ასევე ინგლისურ ენებზე . ალბათ ჯობდა ესეთ სტატია- ავტობიოგრაფიას უფრო ანალიტიკური ცნობები და საინტერესო ამბები აღეწერათ. მაგალითად რაისას ჩჰინელებმა აჩუკეს ქურქი რომელიც 20000 ბატის სკალისგან ( თავის ზედა ნაწილი) იყო შეკერილი . ეს ისე მაგალითისთვის ...

რედაქტორის რჩევით