სტალინს სტუმრების გამასპინძლება ნახევრადტკბილი ხვანჭკარით უყვარდა - დიქტატორების საყვარელი კერძები
05-07-2017
სტალინს სტუმრების გამასპინძლება ნახევრადტკბილი ხვანჭკარით უყვარდა - დიქტატორების საყვარელი კერძები
ყველას უყვარს გემრიელი საკვების მირთმევა, განსაკუთრებით კი მათ, ვინც ძალაუფლების სურვილითაა შეპყრობილი. ბრიტანელმა ვიქტორია კლარკმა და მელისა სკოტმა დაწერეს წიგნი სახელწოდებით Dictators’ Dinners, სადაც საუბარია იმაზე, თუ რომელ დიქტატორს რომელი კერძი უყვარდა.

ფოტოგალერეა

ძალიან რთულია თეთრი ქვიშის სანაპიროზე კომუნიზმს ქადაგებდე და თან საკვების მიღებისას კალორიებს ითვლიდე. იყო სახელმწიფოს მმართველი და არ გიყვარდეს განსხვავებული კერძი. როგორც ამბობენ, ფიდელ კასტროს საყვარელი კერძი კუს წვნიანი იყო. როგორც ცნობილია, უამრავ ქვეყანაში ეს კერძი აკრძალულია,
კასტრო აღმერთებდა კუს წვნიანს, რომელსაც სხვადასხვ სანელებლის და კუს ხორცის გემო ჰქონდა.

საზოგადოებისთვის ცნობილია, რომ ადოლფ ჰიტლერი ვეგეტარიანელი იყო. თუმცა ის მცენარეული საკვების მოყვარული იმის გამო არ ყოფილა, რომ ცხოველების სიკვდილს განიცდიდა, ის ამ ყველაფერს მედიცინის კუთხით აკეთებდა. თუმცა მესამე რაიხის ლიდერის საყვარელი კერძი იყო
მტრედი ჰამბურგულად - ახალგაზრდა მტრედი ფარშირებული ენით, ღვიძლითა და ნუშის ფანტელებით.

ბენიტო მუსოლინი, რაც არ უნდა გასაკვირი იყოს, ვერ იტანდა იტალიურ პასტას. ის ნახშირწყლების მიღებას ერიდებოდა და ფიქრობდა, რომ სწორედ კარტოფილის პიურე თავს ატკიებდა. თუმცა მას ძალიან უყვარდა ნიორი ზეითუნის ზეთითა და ლიმონით, როგორც ამბობენ სწორედ ამიტომ იძინებდა მუსოლინის მეუღლე ბავშვებთან ერთად და არა მეუღლის გვერდით.

როგორც ცნობილია საბჭოთა კავშირის ლიდერს იოსებ სტალინს სტუმრების გამასპინძლება ნახევრადტკბილი ხვანჭკარით უყვარდა, ხოლო საყვარელი კერძი  საცივი გახლდათ.

დიქტატორ მოამარ კადაფს კი ლიბანური სამზარეულო უყვარდა. გენერალი აქლემის ხორცისა და კუსკუსით მომზადებული კერძის მოყვარული გახლდათ. კუჭ-ნაწლავის პრობლემის მიუხედავად ის აქლემის რძესაც მიირთმევდა, რომელიც ძალიან ცხიმიანია. მეგობარ სილვიო ბერლუსკონისთან შეხვედრებზე კი კადაფი იტალიურ პასტასაც მიირთმევდა, მას იტალიური სამზარეულოც უყვარდა.

როგორც ამბობენ აფრიკის კონტინენტის დიქტატორები ხშირად აკრძალულ საკვებსაც მიირთმევდნენ. იდი ამინი კი, რომელიც აფრიკაში ყველაზე საშინელი რეჟიმის ჩამომყალიბებლად ითვლება კანიბალიზმშია დადანაშაულებული. როგორც ამბობენ, ის მზარეულებს ავალებდა მოკლული ხელქვეითებისა თუ მოწინააღმდების ხორცი გამოეყენებინა. სწორედ მას უკავშირდება ფრაზა: „არ ვჭამ ადამიანის ხორცს, ჩემთვის ის ზედმეტად მარილიანია“. როგორც ამბობენ, მას ამერიკულ სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებული ქათმის ბარკლები და ატამი უყვარდა.

კანიბალიზმითა თუ კუს წვნიანით შეყვარებულ დიქტატორებს შორის მაინც არსებობდა ისეთი მმართველი, რომელიც კარგი და დახვეწილი სამზარეულოს სიყვარულით გამოირჩეოდა. როგორც ამბობენ სადამ ჰუსეინი დიდ ყურადღებას აქცევდა, რამდენად ახალი იყო ხორცი თუ ბოსტნეული. ის ყურადღებას აქცევდა კერძი რამდენად პროფესიონალურად იყო მომზადებული და შემდეგ დიქტატორისთვის მირთმეული.

ერაყის პრეზიდენტის სასახლეში 20 მზარეული დღეში სამ კერძს ამზადებდა, ხოლო არჩევანს შემდეგ თავად დიქტატორი აკეთებდა. სადამ ჰუსეინს განსაკუთრებით უყვარდა ცხვრისა და ბატკნის ხორცი, მათ სპეციალურად ფერმებში ზრდიდნენ, ხორცს ცხიმი არ უნდა ჰქონოდა. მას განსაკუთრებით უყვარდა კრევეტები და ზეთისხილი. ხოლო რაც შეეხება ტკბილეულს, Bounty-ს ფირმის შოკოლადი უყვარდა. როცა ის დააკავეს, დიქტატორის მაცივარში ნახევრად ცარიელი Bounty-ს შოკოლადების ქილა იპოვეს.

სამხრეთ კორეის მმართველი კიმ ჩენ ინიც განსხვავებული გემოვნებით გამოირჩევა. როგორც ცნობილია, მისი საყვარელი საკვები ირანული ხიზილალა და ტაილანდური მანგოა. კიმ ჩენ ინს ჰყავს შეფ-მზარეული, რომელიც განსაკუთრებულად კარგად ფლობს შხამიანი თევზის ფუგუს მომზადების წესს. ამ თევზისგან კი იაპონური დელიკატესი მზადდება. როგორც ცნობილია დიქტატორს უყვარს როცა თევზი დაგემოვნებისას ჯერ კიდევ ფართხალებს.


იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ
Kytaisi
20 ნოემბერი 2017 17:42
Amerikis demokrat prezidentebs ra ykvardat.iset daceret!!!!!!!!
დათო
27 ივლისი 2017 12:06
ალექს მაგრა ურევ აი
ალექს
06 ივლისი 2017 06:42
სტალინს საცივი უყვარდაო,აი ეს პირველად მესმის,ჩემმა მტერმა ჭამა საცივი ყოველდღე,სტალინს უყვარდა ბორშჩი და ოსპის სუფი ,მიირთმევდა იმპერატორის სუპოვნიციდან ,მისივე კოვზით ,მისსავე სასადილო ოთახში და მისსავე სასახლეში !
სხვათაშორის სტალინი გემოვნებით არჩევდა დასაწინაურებელ ადამიანებს ,სულ სპრინტერები ყავდა დაწინაურებული ,სტაიერი თავად იყო !
ისიც იცოდა,რომ ქართველები კრემლის ორბიტიდან არ გავლენ,სანამ მეორე კრემლს არ დაიპყრობენ ,ამიტომაც არ დატოვა მემკვიდრე-შეჭამდნენ ხაშლამასავით ქართველები ,ჰოდა იხარშება ახლა ქართლის ქვაბებში ქართული პოლიტიკური შეჭამანდი ,ჰა ჰა და მოსაქაფი გახდება !

რედაქტორის რჩევით