07-07-2017
მარტვილის კანიონი წყალქვეშა ცურვისთვის ევროპის 8 საუკეთესო ადგილს შორის დასახელდა.ჩამონათვალი წყალქვეშა ცურვის შესახებ არსებულმა ვებგვერდმა ScubaDiving-მა გამოაქვეყნა. ჩამონათვალის შედგენისას მათ 8 წყალქვეშა ფოტოგრაფს სთხოვეს დაესახელებინათ საუკეთესო ადგილები ყვინთვისთვის.
მარტვილის კანიონი საუკეთესოდ აღიარა ფოტოგრაფმა ვიქტორ ლიაგუშკინმა, რომელიც 2015 წელს, მეუღლესთან და მოგზაურთა კლუბ "თეთნულდთან" ერთად ორთვიან ექსპედიციაში იმყოფებოდა. მათ მოინახულეს მარტვილის კანიონი. ლიაგუშკინმა ფოტომასალის გაკეთებისას მთავარი აქცენტი ტურიზმის სახეობა - "დაივინგზე" გააკეთა.

"საქართველო უძველესი ქვეყანაა შავ ზღვასა და კავკასიის მთებს
წყალქვეშა მოგზაურობისთვის 8 საუკეთესო ადგილს შორის ასევე მოხვდნენ: ხორვატია, სლოვაკეთი, ნორვეგია, კანარის კუნძულები, შვეიცარია, ინგლისი და საფრანგეთი.
საქართველოში ბევრი ისეთი აუთვისებელი ადგილია, რომლებმაც ადვილი შესაძლებელია კონკურენცია გაუწიოს სხვა ქვეყნების ცნობილ ტურისტულ ერთეულებს.
იხილეთ ფოტოები, რომელიც ვიქტორ ლიაგუშკინმა მარტვილის კანიონში გადაიღო