"მეტროდან გამოვედი, უცებ ვიღაც მეზღვაური დამეძგერა და კოცნა დამიწყო" - ნაცნობი ფოტოების უცნობი ისტორიები
01-08-2017
"მეტროდან გამოვედი, უცებ ვიღაც მეზღვაური დამეძგერა და კოცნა დამიწყო" - ნაცნობი ფოტოების უცნობი ისტორიები
არაერთი ფოტოა, რომელიც საყოველთაოდაა ცნობილი, თუმცა რა ისტორიები იმალება მათ უკან, ცოტამ თუ იცის.

ალბერტ ეინშტეინის პორტრეტი
იმ საღამოს ლეგენდარული ფიზიკოსი ალბერტ აინშტაინი 72-წლის იუბილის აღნიშნვის შემდეგ მანქანაში კმაყოფილი ჩაჯდა. ფოტოგრაფი არტურ სასე სწორედ ამ დროს მივიდა მასთან და ფოტოს გადაღებაზე ნებართვა სთხოვა. აინშტაინი შემოუბრუნდა ფოტოგრაფს და ენა გამოუყო და... ფოტოს ორიგინალ ვერსიაზე ფიზიკოსი მეუღლესთან ერთად არის და ის რამდენიმე ხნის შემდეგ გადააკეთეს პორტრეტად.

სადილი ცათამბჯენზე

ამ საკულტო ფოტოზე თერთმეტი
მუშაა გამოსახული, რომლებიც ცათამბჯენის ერთ-ერთ საკმაოდ საშიშ ადგილას სხედან და სადილს მიირთმევენ. მიუხედავად იმისა, რომ ფოტოზე ასახული ადამიანები ნამდვილად მუშები არიან, ეს სცენა დადგმულია, რათა როკფელერის ცენტრისთვის ორიგინალური რეკლამა გაეკეთებინათ.

The Beatles ალბომ "Abbey Road"-ის გარეკნისთვის

მუსიკალური ჯგუფის მე-12 ალბომისთვის ფოტო მათი ხმის ჩამწერი სტუდიის
მახლობლად გადაიღეს. ფოტოს გადაღებისას ქუჩა რამდენიმე წუთით გადაკეტეს. როგორც აღმოჩნდა, ამ დროს ქუჩაში ამერიკელი ტურისტი სეირნობდა, რომელიც მარჯვნივ გაჩერებულ მანქანასთან პოლიციელს ესაუბრებოდა. ტურისტმა დაინახა მომღერლები რომლებიც ქუჩაზე გადადიოდნენ, მაგრამ არ მიაქცია ყურადღება, რამდენიმე წლის შემდეგ კი საკუთარი თავი ალბომის ყდაზე ამოიცნო.

კოცნა ტაიმზ-სკვერზე

ფოტოს მთავარი გმირი ედით შეინი ასეთ ისტორიას ჰყვებოდა: "იმ პერიოდში მედდად ვმუშაობდი, ტაიმზ-სკვერისკენ გავემართე, სადაც ხალხი მეორე მსოფლიო ომის დამთავრებას და იაპონიის კაპიტულაციას აღნიშნავდა. მეტროდან გამოვედი, უცებ ვიღაც მეზღვაური დამეძგერა და კოცნა დამიწყო". წყვილის გადაღება ფოტოგრაფმა ალფრედ ეიზენშტადტმა მოასწრო.

ავღანელი გოგონა

1984 წელს ფოტოგრაფი სტივ მაკარი ავღანეთში მოგზაურობდა და ომის შესახებ სხვადასხვა ინფორმაციას აგროვებდა. დევნილთა ერთ-ერთ ბანაკში მისი ყურადღება 12 წლის გოგონამ მიიქცია: როგორც აღმოჩნდა, მის სოფელში მომხდარი დაპირისპირებისას რამდენიმე ოჯახის წევრი დაეღუპა. სტივმა გოგონას ფოტოები გადაუღო და მხოლოდ სახლში მიხვდა, თუ რამდენად ძლიერი ნამუშევარი გამოუვიდა. 2002 წელს ფოტოს გმირი ავღანელი გოგონა იპოვეს, მისი სახელია შარბათ გულა, ის გათხოვდა და ისევ ავღანეთში ცხოვრობს.

"დალი ატომიკუსი"

თუ დღეს ფოტოშოპის დახმარებით ნახევარ საათში შევძლებთ სიურეალისტური ფოტოს შექმნას, 1948 წელს ამისთვის დაახლოებით 6 საათი იყო საჭირო. ფოტოგრაფი ფილიპ ჰალსმანი ესპანელი მხატვრის სალვადორ დალის მეგობარი გახლდათ და გენიალური მხატვრის შეთავაზებას, გადაეღო ისეთივე უცნაური ფოტო როგორიც თავად მხატვარი იყო, დიდი სიამოვნებით დათანხმდა. მოლბერტი და ტილო ჭერზე ჩამოკიდეს, სკამი ასისტენტმა დაიჭირა, დალი ხტებოდა, კატებს ჰაერში აგდებდნენ, წყალსაც გვერდიდან ასხამდნენ და ასე განმეორდა 28-ჯერ.

მერილინ მონროს აფრიალებული კაბა

კადრი ფილმიდან "მეშვიდე წლისთავი", რომელშიც ქერა ლამაზმანი მერილინ მონრო თამაშობს, ალბათ ყველამ იცის, იმათაც კი ვისაც ეს ფილმი აქამდე არ უნახავს. როგორც ცნობილია, ამ კადრის გადასაღებად უამრავი დუბლი დასჭირდათ. რადგან მერილინის კაბა ლამაზად აფრიალებულიყო და თან ამ დროს ფილმში მერილინის შეყვარებულ მამაკაცს უნდა ეეჭვიანა.

იხილეთ ფოტოგალერეა

მოამზადა ეკა გადახაბაძემ

მკითხველის კომენტარი (0)
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
იყავი პირველი!

რედაქტორის რჩევით