"ფელაფელი" ყველას ეყოფა - კვირის პალიტრა

"ფელაფელი" ყველას ეყოფა

ბეირუთის მახლობლად მოამზადეს სარეკორდო ზომის არაბული კერძი "ფელაფელი", რომელიც სხვადასხვა ჯიშის პარკოსნით კეთდება. გინესის ახალი "რეკორდსმენი"

5161 კგ-ს იწონის. "ფელაფელი" 300-მა მზარეულმა მოამზადა, თუმცა კერძის საბოლოო გაფორმებას, სიდიდის გამო, რობოტი-მანიპულატორის "ხელიც" დასჭირდა.