ვინ არის 19 წლის რუსი მოდელი, რომელიც ბოლო ხანს ბერა ივანიშვილთან ერთად ხშირად ჩნდება?! - კვირის პალიტრა

ვინ არის 19 წლის რუსი მოდელი, რომელიც ბოლო ხანს ბერა ივანიშვილთან ერთად ხშირად ჩნდება?!

3 აგვისტოს, ანაკლიაში Gem Fest-ზე, სადაც საზოგადოების წინაშე მსოფლიოში ცნობილი DJ Solomun-ი წარსდგა, მსმენელთა შორის ბერა ივანიშვილი მოდელ ევა მინაევასთან ერთად იყო მისული. 19 წლის ქერა გოგონა, რომელიც ბერასთან ერთად პაპარაცებმა კანის კინოფესტივალზეც შეამჩნიეს, რუსი მოდელია. ის პარიზსა და სხვა ეროპულ ქვეყნებში ცნობილი სამოდელო სააგენტოების სახეა.

როგორც რუსული გამოცემები წერდნენ, ევა Gucci Pre-Fall-2016-ის გადაღებებისას, ერთ-ერთი მთავარი მონაწილე იყო.

როგორც ევა ერთ-ერთ გამოცემასთან ინტერვიუში ამბობს, ის პარიზში სამოდელო სააგენტოში სრულიად შემთხვევით მოხვდა:

"პარიზის ერთ-ერთ მეტროში მამაკაცმა მოდელმა აღმომაჩინა, მაშინ შვებულებაში ვიყავი. მან თავისი ტელეფონით ფოტო გადამიღო და შემდეგ მეც წავედი. რამდენიმე დღის შემდეგ კი იმ სააგენტომ ამიყვანა, სადაც ახლა ვმუშაობ“.

"ძალიან მიყვარს თეატრი, ადრე, მოდელობამდე თეატრში ვთამაშობდი და ეს ერთ-ერთი ყველაზე კარგი პერიოდი იყო ჩემს ცხოვრებაში. მიყვარს მუსიკაც და მინდა, რომ მუსიკალურ სფეროშიც მოვსინჯო ძალები".

ჟურნალისტის კითხვაზე, რას გააკეთებდა მოდელი რომ არ იყოს, გოგონამ უპასუხა, რომ აუცილებლად გააკეთებდა საკუთარ ბიზნესს.

"გავაკეთებდი ბიზნესს, ვიქნებოდი მსახიობი, ხელოვნების გარეშე ცხოვრება არ შემიძლია". (წყარო)

იხილეთ ფოტოგალერეა

ეკა გადახაბაძე Gucci Pre-Fall-2016

Источник: http://www.woman.ru/fashion/medley3/article/174473/?startLeaflet=2#2

© Woman.ru