შემწვარი გოჭების... "აღლუმი" - კვირის პალიტრა

შემწვარი გოჭების... "აღლუმი"

ფილიპინებზე, კესონის პროვინციაში ჩატარდა შემწვარი გოჭების მორიგი ფესტივალი, ე.წ. "ლეჩონის აღლუმი" (ლეჩონი - შემწვარ გოჭს ნიშნავს). ფილიპინელებს ისე

უყვართ ეს  კერძი, რომ აღმოსავლური სუნელებით მუცელგამოტენილ და ნაკვერჩხლებზე შებრაწულ გოჭებს კოსტიუმებს აცმევენ და ქუჩებში დაატარებენ... შესანსვლამდე "გემრიელ აღლუმში" მონაწილე გოჭთაგან კი ზოგი "ქორწინდება", ზოგი "მღერის", ზოგიც სპორტულ შეჯიბრებაში "მონაწილეობს"...