"სპილოების პირველი შემოსევა" ლონდონში - კვირის პალიტრა

"სპილოების პირველი შემოსევა" ლონდონში

ლონდონში პირველად მოეწყობა "სპილოების დემონსტრაცია", რომელშიც მონაწილეობას მიიღებს განთქმული მხატვრებისა და დიზაინერების მიერ მოხატული 260

სპილო. სპილოების ნატურალური ზომის ქანდაკებებს ისინი ხელოვნების ნაწარმოებებად აქცევენ, ხოლო აუქციონზე შეგროვებული თანხა ნამდვილი სპილოების დახმარების ფონდში გადაირიცხება. აქციის  განმავლობაში სპილოები ლონდონის ყველაზე ღირსშესანიშნავ მოედნებს "მოინახულებენ". "სპილოების მსვლელობის" ორგანიზატორის, ტანაზ დიზაჯის თქმით, ამ იდეის რეალიზებას წელიწად-ნახევარი დასჭირდა.