"ძროხების დედოფალი" - კვირის პალიტრა

"ძროხების დედოფალი"

1923 წლიდან შვეიცარიის ალპებში, პატარა ქალაქ აპროზში, ყოველწლიურად იმართება მეტად პოპულარული "ძროხების ბრძოლა", რომელიც ათასობით მაყურებელს

იზიდავს. "ჰერენსის" ჯიშის დიდი და მეტად ღონიერი ძროხები მანამდე აწვებიან შუბლებით ერთმანეთს, სანამ დამარცხებული "რინგს" არ დატოვებს.

საბოლოოდ, გამარჯვებულს "ძროხების დედოფლის" ტიტულს ანიჭებენ და პატივისცემის ნიშნად, ერთი წლის განმავლობაში, მომდევნო ტურნირამდე, თავს ევლებიან, სხვა ძროხებისგან განსხვავებით მას პირველს აჭმევენ და წველიან.