"მის ამერიკა 2010" არაბია!
ლიბანელი ემიგრანტი რიმა ფაქიჰი აშშ-ის ისტორიაში პირველი არაბული წარმოშობის ქალბატონია, რომელიც "მის ამერიკა" გახდა. ლას-ვეგასის კაზინო "პლანეტა
ჰოლივუდში" ჩატარებულ კონკურსში 51 ლამაზმანს შორის გამარჯვებული 24 წლის არაბი ამერიკელი "მის სამყარო-2010"-ში მიიღებს მონაწილეობას...
კონკურსის ორგანიზატორებმა - მილიარდერმა დონალდ ტრამპმა და ტელეკომპანია ენ-ბი-სიმ ხელისშემშლელ ფაქტორად არ ჩათვალეს, რომ რამდენიმე წლის წინ ფაქიჰი "მოყვარულ სტრიპტიზიორთა" კონკურსშიც მონაწილეობდა.