სპორტსმენობა დაებედა - კვირის პალიტრა

სპორტსმენობა დაებედა

ერთმა ნიუ-იორკელმა თავის 27-კგ-იან ბულდოგს ავღანეთში დაღუპული ამერიკული ფეხბურთის ვარსკვლავის - პეტ ტილმანის პატივსაცემად "ტილმანი" დაარქვა.

ცხადია, ბულდოგი ამერიკულ ფეხბურთს ვერ ითამაშებს, სამაგიეროდ, სერფინგი და სნოუბორდი საუკეთესოდ აითვისა და ამჟამად მანჰეტენის პარკში სკეიტბორდზეც გულმოდგინედ ვარჯიშობს...