"ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია" - ცნობილი ქართველების უცხოელი მეორე ნახევრები - კვირის პალიტრა

"ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია" - ცნობილი ქართველების უცხოელი მეორე ნახევრები

როგორც ამბობენ, სიყვარულმა არ იცის არც დრო, არც ასაკი, არც ეროვნება. ბევრისთვის საყვარელი ფილმის პერსონაჟის სიტყვებს რომ დავესესხოთ, "სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი". ჩვენს ფოტოგალერეაში იხილავთ იმ ცნობილ ქართველებს, რომლებსაც უცხოელი მეორე ნახევრები ჰყავთ.

ასეთი წყვილებია მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა და მისი სპორტსმენი მეუღლე, ჯეიმზ ტოუსლენდი, ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი და მისი მეუღლე ბენ ჩაიმი, მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი და მისი უკრაინელი მეუღლე, მარინა კარპი.

"საქართველოში ყოფნისას ვეცადეთ, რომ დაგვეთვალიერებინა ყველა კუთხე-კუნძული, ვიყავით სიღნაღში, სადაც თავში მომივიდა აზრად, რომ კარგი იქნებოდა გათხოვება, თუმცა ბენმა შემახსენა, რომ უკვე გათხოვილი ვიყავი. ზოგადად, ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია.

ორივეს იმდენად გვავიწყდება, რომ დაოჯახებულები ვართ, რომ ხშირად უხერხულ სიტუაციებში ვვარდებით და ერთმანეთი ჯერ ისევ შეყვარებულები გვგონია", - აღნიშნა ერთ-ერთ ინტერვიუში ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა. (წყარო)

უფრო ვრცლად, ქართველ ცნობილებს და მათ უცხოელ მეორე ნახევრებს ჩვენს ფოტოგალერეაში იხილავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა