"ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია" - ცნობილი ქართველების უცხოელი მეორე ნახევრები
09-08-2017
"ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია" - ცნობილი ქართველების უცხოელი მეორე ნახევრები
როგორც ამბობენ, სიყვარულმა არ იცის არც დრო, არც ასაკი, არც ეროვნება. ბევრისთვის საყვარელი ფილმის პერსონაჟის სიტყვებს რომ დავესესხოთ, "სიყვარული ვერტიკალურია და თან ბრუნვადი". ჩვენს ფოტოგალერეაში იხილავთ იმ ცნობილ ქართველებს, რომლებსაც უცხოელი მეორე ნახევრები ჰყავთ. 

ასეთი წყვილებია მაგალითად, მსოფლიოში ცნობილი მომღერალი ქეთი მელუა და მისი სპორტსმენი მეუღლე, ჯეიმზ ტოუსლენდი, ტელეწამყვანი ნუკი კოშკელიშვილი და მისი მეუღლე ბენ ჩაიმი, მომღერალი გიგი დედალამაზიშვილი და მისი უკრაინელი მეუღლე, მარინა კარპი.

"საქართველოში ყოფნისას ვეცადეთ, რომ დაგვეთვალიერებინა
ყველა კუთხე-კუნძული, ვიყავით სიღნაღში, სადაც თავში მომივიდა აზრად, რომ კარგი იქნებოდა გათხოვება, თუმცა ბენმა შემახსენა, რომ უკვე გათხოვილი ვიყავი. ზოგადად, ჩემი ქმარი ნამდვილი ქართველი ვაჟკაცია.
ორივეს იმდენად გვავიწყდება, რომ დაოჯახებულები ვართ, რომ ხშირად უხერხულ სიტუაციებში ვვარდებით და ერთმანეთი ჯერ ისევ შეყვარებულები გვგონია", - აღნიშნა ერთ-ერთ
ინტერვიუში ტელეწამყვანმა ნუკი კოშკელიშვილმა. (წყარო)

უფრო ვრცლად, ქართველ ცნობილებს და მათ უცხოელ მეორე ნახევრებს ჩვენს ფოტოგალერეაში იხილავთ.

იხილეთ ფოტოგალერეა
ესა ვარ რაცა ვარ
18 აგვისტო 2017 19:38
მთავარი!!! არ შეიძლება მართლმადიდებელი სარეცელს იზიარებდეს სხვა ამღსარებელთან.მითუმეტეს ჯვრისწერის გარეშე მრუშობაა.დანარჩენი, კარგი და ცუდი ყველგანაა და სიყვარული ერთია, ეროვნების გარეშე.ერთმორწმუნე ადამიანების თანაცხოვრებაა ბედნიერი. ასეა ეს და მზად ვარ ჩაქოლვისათვის.აბა ვინ მესვრის პირველი??
ლალი
18 აგვისტო 2017 12:24
ირინა პონაროვსკაია რცხა სხვანაირი მახსოვს! ვაი თქვენს პატრონს,რაა?
ქართველი ქალი
10 აგვისტო 2017 13:41
მეც უცხოელზე ვარ გათხოვილი, მაგრამ ფულს და ცხოვრებას არ გავყოლილვარ, როგორც წინა კომენტარის ავტორი წერს. მისმა ჯენტლმენობამ და ჩემდამი პატივისცემამ მომხიბლა. და არც " გულავს" აქვს ადგილი: მეოჯახე ქართველი ქალი ვარ! რასაც ჩემი მეუღლე ძალიან მიფასებს. სამწუხაროდ, ქართველ კაცებში ეს თვისებები ვერ დავინახე, თორემ უცხოეთში გათხოვება ჩემი თვითმიზანი არასდროს ყოფილა.

რედაქტორის რჩევით