რა არის Sarahah, რომელმაც სოციალური ქსელები შტურმით აიღო? - კვირის პალიტრა

რა არის Sarahah, რომელმაც სოციალური ქსელები შტურმით აიღო?

ივნისში გამოშვებული აპლიკაცია Sarahah-ს Google Play-სა და App Store-ში უკვე მილიონობით გადმოწერა აქვს. მანამდე, გამოშვებული სერვისის დესკტოპ-ვერსია ახლო აღმოსავლეთში უკვე სარგებლობდა პოპულარობით.

რა საჭიროა მიმოწერის ახალი აპლიკაცია, თუ უკვე არსებობს Snapchat-ი, Instagram-ი, Messenger-ი და Whatsapp-ი?

Sarahah-ს უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ ყველა შეტყობინება ანონიმურია (sarahah არაბულ ენაზე გულახდილობას, სიმართლეს ნიშნავს). მილიონობით მომხმარებელიც სწორად ამან მიიზიდა.

როგორ მუშაობს Sarahah?

მექანიზმი ძალიან მარტივია. თქვენ იწერთ აპლიკაციას ან შედიხართ საიტზე და რეგისტრირდებით. ამის შემდეგ გეძლევათ უნიკალური ბმული, რომელსაც უგზავნით ადამიანებს. ყველას, ვისაც თქვენ ბმული ექნება, შეუძლია ანონიმური შეტყობინება დაგიტოვოთ - მათ რეგისტრაციის გავლაც კი არ დასჭირდებათ. შეტყობინების გასაგზავნად მხოლოდ ტექსტის აკრეფა და გამოქვეყნება იქნება საჭირო. თუმცა, სერვისს შეტყობინების მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისგან მიღების ფუნქციაც აქვს. (გაგრძელება)