რა არის Sarahah, რომელმაც სოციალური ქსელები შტურმით აიღო?
09-08-2017
რა არის Sarahah, რომელმაც სოციალური ქსელები შტურმით აიღო?
ივნისში გამოშვებული აპლიკაცია Sarahah-ს Google Play-სა და App Store-ში უკვე მილიონობით გადმოწერა აქვს. მანამდე, გამოშვებული სერვისის დესკტოპ-ვერსია ახლო აღმოსავლეთში უკვე სარგებლობდა პოპულარობით.

რა საჭიროა მიმოწერის ახალი აპლიკაცია, თუ უკვე არსებობს Snapchat-ი, Instagram-ი, Messenger-ი და Whatsapp-ი?

Sarahah-ს უპირატესობა იმაში გამოიხატება, რომ ყველა შეტყობინება ანონიმურია (sarahah არაბულ ენაზე გულახდილობას, სიმართლეს ნიშნავს). მილიონობით მომხმარებელიც სწორად ამან მიიზიდა.

როგორ მუშაობს Sarahah?

მექანიზმი ძალიან მარტივია. თქვენ იწერთ აპლიკაციას ან შედიხართ საიტზე და რეგისტრირდებით. ამის შემდეგ
გეძლევათ უნიკალური ბმული, რომელსაც უგზავნით ადამიანებს. ყველას, ვისაც თქვენ ბმული ექნება, შეუძლია ანონიმური შეტყობინება დაგიტოვოთ - მათ რეგისტრაციის გავლაც კი არ დასჭირდებათ. შეტყობინების გასაგზავნად მხოლოდ ტექსტის აკრეფა და გამოქვეყნება იქნება საჭირო. თუმცა, სერვისს შეტყობინების მხოლოდ დარეგისტრირებული მომხმარებლებისგან მიღების ფუნქციაც აქვს. (გაგრძელება)
გავაზელი
15 აგვისტო 2017 12:32
სისულელეა. თუ ბმული მე უნდა გავაგზავნო, ხომ მეცოდინება, ვისაც ვუგზავნი და შესაბამისად ვიცი, რომ კომენტარებიც ამ ხალხისგანაა. თუ ვინმეს გამოჭერა მომინდება, მაგასაც მოვახერხებ.

რედაქტორის რჩევით