სამყაროს დასასრული ნიუტონმა - 2060, ვანგამ კი 5079 წლისთვის იწინასწარმეტყველა?
სამყაროს დასასრული ნიუტონმა - 2060, ვანგამ კი 5079 წლისთვის იწინასწარმეტყველა?
ბოლო ხანს ჩვენში გახშირდა ლაპარაკი სამყაროს მოსალოდნელ დასასრულზე, რა დროსაც ხშირად იხსენებენ ხოლმე საუკუნეების წიაღიდან ჩვენამდე მოღწეულ წინასწარმეტყველებებს.

ამ თვალსაზრისით ერთ-ერთ ყველაზე საგულისხმო მოსაზრებად განიხილავენ ხოლმე ცნობილი მეცნიერის, ფიზიკისა და ასტრონომიის მამის ისააკ ნიუტონის წინასწარმეტყველებას. როგორც ამბობენ, ამ უკანასკნელმა შორეულ 1704 წელს ნაშრომი გამოაქვეყნა, სადაც დედამიწის დაღუპვა 2060 წლისთვის იწინასწარმეტყველა. ამ ვერსიის თანახმად, ნიუტონმა, რომელმაც აღმოაჩინა მსოფლიო მიზიდულობის კანონი, დანიელ წინასწარმეტყველის წიგნზე დაყრდნობით დაასკვნა, რომ კაცობრიობა კარლოს დიდის მიერ, 800
წელს შექმნილი იმპერიის შემდეგ კიდევ 1260 წელი იარსებებდა.

რაც შეეხება ცნობილ ბულგარელ მისან ვანგას, მან დედამიწის დაღუპვის თარიღად 5079 წელი დაასახელა.
როგორც ამბობენ, მან თავის დროზე ყოფილი სსრკ-ისა და იუგოსლავიის დაშლის თარიღები მეტ-ნაკლები სიზუსტით იწინასწარმეტყველა.

გთავაზობთ დედამიწის ახლო თუ შორეული მომავლის ვანგასეული პროგნოზების რამდენიმე მაგალითს:

2018 წ. -  მსოფლიოს ახალი წამყვანი სახელმწიფო ევლინება და ამ მისიას ჩინეთი შეასრულებს.
2023 წ. - დედამიწის ორბიტა მცირედით შეიცვლება.
2025 წ. - ევროპის კონტინენტზე მოსახლეობა მნიშვნელოვნად შემცირდება.

...

4599 წ. - ადამიანებმა ბოლოს და ბოლოს უკვდავების წამალი იპოვეს.
4674 წ. - ცივილიზაციის განვითარებამ თავის აპოგეას მიაღწია. სხვადასხვა პლანეტებზე მაცხოვრებელი ადამიანების საერთო რაოდენობამ 340 მილიარდი შეადგინა.

5076 წელი. - ნაპოვნი იქნა გალაქტიკის საზღვარი. მეცნიერები ბჭობენ, თუ რა არის ამ კარიბჭის მიღმა.
5078 წელი. - მიღებულ იქნა გადაწყვეტილება, რომ ადამიანებმა დატოვონ გალაქტიკის საზღვრები.
5079 წელი. - სამყაროს აღსასრული

იხილეთ ასევე: რა უწინასწარმეტყველა ვანგამ საქართველოს? - რას ყვება მასთან შეხვედრაზე ქართველი ჟურნალისტი

გიორგი გაჩეჩილაძე (სპეციალურად საიტისთვის)

მკითხველის კომენტარი (11)
ლელა კალია
21 აგვისტო 2017 17:45
რას ამბობთ დილეტანტებო,რაის განადგურდება?!საქართველო გაბრწყინდება,ვხედავ როგორ ამოდის მზე საქართველოს თავზე,საქართველოს მტრები ნადგურდებიან 2019 წელს,2023 წელს მოსახლეობა იქნება 12 მილიონი(ლიმონი)(ყველა ქართველი იქნება)2037 წელს ხელფასი 1000000(ლიმონი),პენსია ამაზე გრძელი(ასე 25),პური უფასო,მიწა გლეხს,ყველი ძროხას.2050 წელს ვიპყრობთ 1000000(ლიმონი)კუბურ მეტრ ევროპას(რაც დაგვრჩა ცოტა რა),და ყველა მივდივართ წინ,საბოლოო გამარჯვებისკენ!ასეა ეს,გუშინ ვნახე
კუნგა
21 აგვისტო 2017 17:35
5079 ? თვე და რიცხვი???მთელი წელი უნდა ველოდოოოთ?რა წესია ვანგა?
luxo
12 აგვისტო 2017 19:50
მე დასაწყისი ჩემი არ ვიცი,
არსთა გამრიგემ ასე ინება,
და რომ არ ვიცი ეს გზაც,... სად მიდის,
სად მივალ, როგორ მეცოდინება.
*
ns
11 აგვისტო 2017 16:43
ხოო, დედა ეცრემლება მალე ყველაფერს
გავაზელი
11 აგვისტო 2017 13:20
რავა, ცრუ წინასწარმეტყველობიზა პასუხს მოსთხოვს ვინმე ან ერთს, ან მეორეს თუ?
--)))
11 აგვისტო 2017 11:29
666 უკვე აქ არის და ანტიქრისტეს ბეჭდის მიღების პროცესი შეუმჩნევლად გრძელდება, საბრალოებო რად უნდა მაგას 5079 და 2060,აქვეა სამყაროს აღსასრული,ყურის ძირში!
avoieeee
11 აგვისტო 2017 10:14
2025 წელს ევროპის მოსახლეობა კი არ შემცირდება,გააათმაგდება ზანგეების და არაბების ხარჯზე! ვანგა ალბათ წესიერ ევროპას გულისხმობდა. მაშინ ევროპა გულუბრყვილო და კეთილშობილი კონტინენტი იყო და ეს ვერ გათვალა. საერთოდ თავი გაანებეთ ასეთი წინასწარმეტყველების აზრებს,ხალხი ისედაც აგონიაშია!
tanya
11 აგვისტო 2017 10:12
ჰა-ჰა,ეს სტატია არის ყურადღების გადატანის მცდელობა. ბოლო ჟამივ უკვე დამდგარია. ვანგამ და ნოსტრადამუსმა კი არა ეგ თარიღი არავინ იცის, უფლის მეტმა, და თუ უფალს ყელში ამოუყანეს ადამიანებმა (რის მიშნებიც უკვე შეიმჩბევა). იმაზე გაცილებით ადრე მოვა და დასჯის სამყაროს, ვინემ აქ ხსენებული თარიღებია!
dddd
11 აგვისტო 2017 00:02
rogorc cxonebuli babuachemi ityoda isee tqveni dedebi ra vtqvi ravarc eg iyos simartle. mag bolowels macxovrebeli adamiani kide iwinaswarmetyvelebs rames. da mere elode kde 5000 weli :))) tan ra magatia bolowlis wina wels adamiani sikvdils amarcxebs da male mtavrdeba uii ise tqvn ashendit. xoo vangam imdeni rame tyuili tarigic tqva ro ro sheadaro martslize bevrad cotaa tu ar vcdebi.
2017
10 აგვისტო 2017 19:16
ჩვენ ლელა კაკულიას დასკვნას ვენდობით მხოლოდ. რას ამბობს ლელა?

რუბრიკის სხვა სიახლეები
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
თქვენი აზრი მნიშვნელოვანია!
თქვენი აზრით, უნდა იყოს თუ არა პრეზიდენტი უშიშროების საბჭოს შემადგენლობაში?
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა
გაზეთის სტატია. მიიღეთ წვდომა