The Top Tens: საქართველო საუკეთესო უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნების სამეულში მოხვდა - კვირის პალიტრა

The Top Tens: საქართველო საუკეთესო უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნების სამეულში მოხვდა

ამერიკულმა საიტმა The Top Tens ჩაატარა გამოკითხვა, სადაც მონაწილეებს უნდა დაესახელებინათ ათი "საუკეთესო უძველესი ცივილიზაციის" მქონე ქვეყანა. ქულების მიხედვით, რეიტინგში საქართველო მესამე ადგილას მოხვდა. მას უსწრებს საბერძნეთი და ეგვიპტე. რეიტინგში მომდევნო ადგილებს იკავებენ რომი ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთის, აცტეკებისა და სპარტანელების იმპერია. ათეულის ბოლოს მოხვდა შუასაუკუნეების ინგლისი და ეთიოპია.

რეიტინგი ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით შეადგინეს. ამერიკული საიტის მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ კომენტარების ველში საკუთარი აზრი დაეფიქისირებინათ და იქვე განემარტათ, თუ რატომ მიიჩნევდნენ, რომ ესა თუ ის ქვეყანა მიეკუთვნება უძველეს ცივილიზაციას.

საქართველოს შესახებ 300-ზე მეტი კომენტარი მოვიდა. მომხმარებლების თქმით, ისინი აღფრთოვანებულები არიან ქართველების მეგობრულობით, ქართული მრავალხმიანობითა და ცეკვებით. მიმოხილვაში მათ საქართველოს ვაზის ქვეყანა უწოდეს და გაიხსენეს ლეგენდები ოქროს საწმისზე.

გასულ წელს, იმავე ვებსაიტის გამოკითხვაში "ათი საუკეთესო სამხედრო გენერალი" დავით აღმაშენებელი სიის სათავეში მოხვდა.

გთავაზობთ რამდენიმე მომხმარებლის შეფასებას:

"საქართველო ღვინის სამშობლოა. ეს პატარა, უძველესი ქვეყანა მდიდარი კულტურით და მეგობრული გარემოთი, საუკეთესოა"

"საქართველო მდიდარია ისტორიით, კულტურით, ფლორუთა და ფაუნით"

"ეს არის საოცარი ქვეყანა შესანიშნავი ბუნებითა და საინტერესო არქიტექტურით"

წყარო