The Top Tens: საქართველო საუკეთესო უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნების სამეულში მოხვდა
19-08-2017
The Top Tens: საქართველო საუკეთესო უძველესი ცივილიზაციის მქონე ქვეყნების სამეულში მოხვდა
ამერიკულმა საიტმა The Top Tens ჩაატარა გამოკითხვა, სადაც მონაწილეებს უნდა დაესახელებინათ ათი "საუკეთესო უძველესი ცივილიზაციის" მქონე ქვეყანა. ქულების მიხედვით, რეიტინგში საქართველო მესამე ადგილას მოხვდა. მას უსწრებს საბერძნეთი და ეგვიპტე. რეიტინგში მომდევნო ადგილებს იკავებენ რომი ჩინეთი, ინდოეთი, სპარსეთის, აცტეკებისა და სპარტანელების იმპერია. ათეულის ბოლოს მოხვდა შუასაუკუნეების ინგლისი და ეთიოპია.

რეიტინგი ცივილიზაციისთვის დამახასიათებელი კრიტერიუმების მიხედვით შეადგინეს. ამერიკული საიტის მომხმარებლებს საშუალება ჰქონდათ კომენტარების ველში საკუთარი აზრი დაეფიქისირებინათ და იქვე განემარტათ, თუ რატომ მიიჩნევდნენ,
რომ ესა თუ ის ქვეყანა მიეკუთვნება უძველეს ცივილიზაციას.

საქართველოს შესახებ 300-ზე მეტი კომენტარი მოვიდა. მომხმარებლების თქმით, ისინი აღფრთოვანებულები არიან ქართველების მეგობრულობით, ქართული მრავალხმიანობითა და ცეკვებით. მიმოხილვაში მათ საქართველოს ვაზის ქვეყანა უწოდეს და გაიხსენეს ლეგენდები ოქროს საწმისზე.

გასულ წელს, იმავე ვებსაიტის გამოკითხვაში "ათი საუკეთესო სამხედრო გენერალი"
დავით აღმაშენებელი
სიის სათავეში მოხვდა.

გთავაზობთ რამდენიმე მომხმარებლის შეფასებას:


"საქართველო ღვინის სამშობლოა. ეს პატარა, უძველესი ქვეყანა მდიდარი კულტურით და მეგობრული გარემოთი, საუკეთესოა"

"საქართველო მდიდარია ისტორიით, კულტურით, ფლორუთა და ფაუნით"

"ეს არის საოცარი ქვეყანა შესანიშნავი ბუნებითა და საინტერესო არქიტექტურით"

წყარო


30 აგვისტო 2017 07:59
ძალიან მინდა რომ ეს რეიტინგი მართლა ასე გამოიყურებოდეს, მაგრამ დაჯერება მიჭირს.
მით უმეტეს, ჩვენი ტურისტების უდიდესი ნაწილი პოსტსაბჭოთა და ახლო რეგიონის მოსახლეობაა.

რომ არ გვეტყობა ასეთი პოლულარობა მსოფლიოში
giga
29 აგვისტო 2017 01:48
რაგაც არ მჯერა!! სად იყო ეს გამოკიტხვა? საქარტველო?! ტუ არა და დავიტ აგმასენებელი ვინ იცის საერტოდ საქარტველოს გარეტ?! პრეზიდენტი ვინ ყავტ ის არ იციან!!))) კაი! და ისრაელი რატო ვერ მოხვდა? (ებრაელი არ ვარ) ))) მაგრამ არ ეკუტვნოდა? !! მერე, ინდოეტს როგორ გავუსცარიტ??!! და სპარტა რო იგივე საბერდზნეტია ეგ არაპერი ხო?!! მოკლედ სისულელეებს მორესვიტ რა!!!
ალექსანდრე
25 აგვისტო 2017 22:08
არასწორია - "სპარტანელების"
სწორია - "სპარტელების"

https://ka.wikipedia.org/wiki/%E1%83%A1%E1%83%9E%E1%83%90%E1%83%A0%E1%83%A2%E1%83%90

რედაქტორის რჩევით