"ძნელია, როცა ბევრი ტანსაცმელი გაქვს" - კვირის პალიტრა

"ძნელია, როცა ბევრი ტანსაცმელი გაქვს"

"გემოვნება ყალიბდება - წიგნით, მხატვრობით, თეატრით, მუსიკით, კინო¬ხელოვნებით... ყველაფერი ნელ-ნელა ილექება ადამიანის ცნობიერებაში და გემოვნებაზე აისახება", - ამბობს მოდელი კრისტი ყიფშიძე, რომელიც წაკითხულითა და ნანახით თურმე, არასდროს კმაყოფილდება.

ამონარიდი ჟურნალ "გზის" ინტერვიუდან:

- თბილისში გემოვნებიანად აცვიათ?

- ძალიან ბევრი უცხოელი მყოლია სტუმრად და განსაკუთრებულად მახსოვს მათი კომპლიმენტები, - რა ლამაზად აცვიათ და რა დახვეწილი ხალხიაო... ჩვენ ხშირად გვიყვარს თვითკრიტიკა, - ვაიმე, შავი ფერი ჭარბობსო, მაგრამ შავი არაფერ შუაშია... ისე უნდა გეცვას, როგორც გსიამოვნებს! ჭრელებიც შეიძლება, იმდენად უაზროდ შეუხამო, რომ ყველაფერი გააფუჭო! თბილისში ზუსტადაც, ძალიან გე¬მოვ¬ნებიანად აცვიათ!

არ შემიძლია არ ვახსენო დიზაინერი - დემნა გვასალია! ძალიან მეამაყება, რომ ეს ადამიანი ქართველია. ის ყოველთვის მომწონდა და ვფიქრობდი, როგორი ნიჭიერია-მეთქი... მან ძალიან გვასახელა! დაარღვია ბევრი სტერეოტიპი და დაამტკიცა თავისი მიმდინარეობა! ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ აელაპარაკებინა სრულიად მსოფლიო. ერთგვარი რევოლუცია მოახდინა და ამიტომაც წამოვიდა დიდი ბუმი ქართველ დიზაინერებზე. საქართველოში ყველა დიდი სიამოვნებით ჩამოდის!

- სამოსის შერჩევას დიდ დროს ანდომებთ ხოლმე?

- ძნელია, როცა ძალიან ბევრი ტანსაცმელი გაქვს... ყოფილა მომენტი, სარკის წინ ვმდგარვარ და მთელი საათი მიფიქრია, რა ჩამეცვა. ამას ჯობია, მხოლოდ ერთი გამოსასვლელი კაბა გქონდეს... ისე, ჩემი ყველაზე საყვარელი ჩასაცმელი ხალათი და "შლოპანცებია" (იცინის)... იხილე სრულად