დედამიწა მზის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების მოლოდინში - რას გვირჩევენ ასტროლოგები დაბნელებათა სახიფათო დერეფნების მშვიდობიანად გასავლელად - კვირის პალიტრა

დედამიწა მზის ყველაზე ხანგრძლივი დაბნელების მოლოდინში - რას გვირჩევენ ასტროლოგები დაბნელებათა სახიფათო დერეფნების მშვიდობიანად გასავლელად

21 აგვისტოს, თბილისის დროით, 22 საათსა და 22 წუთზე დედამიწის მოსახლეობა მზის სრული დაბნელების მოწმე გახდება, რომელიც მეცნიერთა თქმით, ისტორიაში ყველაზე ხანგრძლივი მზის დაბნელება იქნება.

მათი გათვლით, მთვარე ამ დღეს მზის დისკოს მთელი საათნახევრით დაფარავს, თუმცა, ამბობენ იმასაც, რომ მის გარე ფენებს ვერ დააბნელებს, ანუ მზის მანათობელი გვირგვინი მაინც გამოჩნდება.

შეგახსენებთ, მანამდე 7 აგვისტოს მთვარის დაბნელება მოხდა, რა დროსაც ჩვენი პლანეტის თანამგზავრის მეოთხედი სიბნელემ მოიცვა. ასტროლოგთა თქმით, სწორედ 7 აგვისტოს დაიწყო "დაბნელებების დერეფანი“, რომელიც 21 აგვისტოს მზის დაბნელებით დასრულდება, რომელსაც განსაკუთრებული გავლენა ექნება როგორც აგვისტოზე, ასევე შემდგომ 6-8 თვეზე.

მთვარის დაბნელების დანახვა საქართველოშიც შესაძლებელი იყო. მზის სრული დაბნელებისთვისთვალის მიდევნება ჩრდილოეთ ამერიკიდან იქნება შესაძლებელი. ნაწილობრივი დაბნელება გამოჩნდება ევროპისა და აზიის ზოგიერთი რეგიონიდან.

როგორც ასტროლოგები ამბობენ, დაბნელებისას ადამიანების ემოციური ფონი არამდგრადი ხდება. არსებობს კონფლიქტებისა და სხვადასხვა მასშტაბის აგრესიის გამოვლენის ძალიან მაღალი რისკი.

ასტროლოგ ქეთი ვაწაძის რჩევით: (წყარო)

"სიფრთხილე გამოიჩინეთ გზებზე, ტრანსპორტში, ნუ გადაამეტებთ სიჩქარეს. თავი შეიკავეთ ალკოჰოლის მიღებისაგან;

მოუფრთხილდით ბავშვებს. ასეთ დროს მათ ჭირვეულობა, არამოტივირებული აგრესია, ზედმეტი აქტიურობა ახასიათებთ;

ამ პერიოდში, ანუ დაბნელებიდან პლუს-მინუს 2-3 დღე წინ და უკან, ნუ მიიღებთ მნიშვნელოვან გადაწყვეტილებებს სამსახურში, კარგი იქნება თუ არაფერ მნიშვნელოვან საქმეს არ დაიწყებთ (მსხვილი გარიგებების დადება, საყიდლები, საფინანსო ოპერაციები და სხვ.). ნუ აიღებთ საკუთარ თავზე სერიოზულ ვალდებულებებს, თავი შეიკავეთ მნიშვნელოვანი ხელშეკრულებების გაფორმებისგან. თუ მაინც გიწევთ ამის გაკეთება - მაქსიმალური ყურადღება გამოიჩინეთ, კარგად გაეცანით ხელშეკრულების საგანს.

ყურადღება მიაქციეთ ახალ ნაცნობობას და მოვლენებს, რომლებიც დაბნელების პერიოდს დაემთხვევა! (პლიუს მინუს 3 დღე)

დაბნელების დროს ბევრი ადამიანია გაღიზიანებული, ვერ აკონტროლებს ემოციებს, ამიტომ მოერიდეთ ადამიანებთან კამათს. სიფრთხილე გამოიჩინეთ და თავი აარიდეთ თავშეყრის ადგილებს, ნუ წამოეგებით პროვოკაციებს, შეინარჩუნეთ სიმშვიდე, საღი აზრი.

ნუ მიიღებთ ალკოჰოლურ სასმელს!

ბევრი ადამიანი შესაძლოა შეაწუხოს თავის ტკივილმა, წნევის მომატებამ, მოსალოდნელია ქრონიკულმა დაავადებებმა კვლავ იჩინონ თავი

დაბნელების დღეს დაკავდით ყოველდღიური საქმიანობით. შეეცადეთ დღე გაატაროთ მშვიდ ატმოსფეროში, ყოველგვარი რისკისა და კონფლიქტის გარეშე.

ზოგადად… დაბნელებების დერეფანში მეტი ყურადღება და წინდახედულობის გამოჩენაა აუცილებელი თითოეული ნიშნისთვის!

დაბნელების დროს სამყაროში გამოდის უზარმაზარი ენერგია, მაგრამ, როგორ იქნება ეს ენერგია გამოყენებული დამოკიდებულია კონკრეტულ ადამიანებსა და მათ მიზანსწრაფვაზე. შესაბამისად, შედეგიც შეიძლება იყოს როგორც დადებითი, ასევე უარყოფითიც.

ბევრისთვის პირიქით... დაბნელების პერიოდმა შესაძლოა საგრძნობი სასიკეთო ცვლილებებიც კი მოიტანოს!

მზის დაბნელებას NASA პირდაპირ ეთერში გადასცემს.

იხილეთ დედამიწის კოსმოსიდან გადაღებული, ულამაზესი ფოტოები