ვინ არის ქართველი გოგონა, ვინც "ფეისბუკში" სამუშაოდ აიყვანეს? - კვირის პალიტრა

ვინ არის ქართველი გოგონა, ვინც "ფეისბუკში" სამუშაოდ აიყვანეს?

ამ ცოტა ხნის წინ, "ფეისბუკმა" დუბლინის ოფისში, ქართულენოვანი მოდერატორის პოზიციაზე ვაკანსია გამოაცხადა.

როგოც გაირკვა, "ფეისბუკის" ახალი თანამშრომელი ქართველი გოგონა ნინა ნუცუბიძე გახდა, რომელმაც სიახლე "ფეისბუკითვე" ამცნო საზოგადოებას. როგორც მისი პოსტიდან გაირკვა, ახალი სამსახურის დასაწყებად, ნინას მხოლოდ სავიზო პროცედურების მოგავრება სჭირდება და უკვე მალე დუბლინის გუნდს შეუერთდება.

როგორც ვაკანსიის აღწერაშია ნათქვამი, თემის ოპერატორის ძირითადი მოვალეობა იქნება მომხმარებელთა მხარდაჭერა, პროდუქტების სიჯანსაღის გაუმჯობესება ხალხისათვის მათი გამოყენების განმარტვის გზით.

"მას, ვინც ჩვენს გუნდს შემოუერთდება, ძალიან გაიტაცებს ხალხისათვის პრობლემების გადაჭრა, სულ მალე იქცევა facebook-ისა და Instagram-ის საზოგადოების ძლიერ დამცველად. გვჭირდება ადამიანი, რომელიც თავის საუკეთესო გამოცდილებას შემოგვთავაზებს ჩვენი პლატფორმებისათვის,"- ვკითხულობთ სამსახურის აღწერილობაში.

ახალ სამსახურამდე ნინა ნუცუბიძე ციფრული მარკეტინგის კომპანია "რედბერიში" მუშაობდა.