შუშუ, ბრძოლიკო, ბუდუნა და ა.შ. - უცნაური სახელები საქართველოში, რაც უკვე გადაირქვეს
06-09-2017
შუშუ, ბრძოლიკო, ბუდუნა და ა.შ. - უცნაური სახელები საქართველოში, რაც უკვე გადაირქვეს
2017 წელს სახელის შეცვლის სულ 2 676 შემთხვევა დაფიქსირდა, აქედან თბილისში სახელის 965-მა ადამიანმა გადაირქვა.

"სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს" ინფორმაციით, ბოლო ორი წლის განმავლობაში თბილისში გადაკეთებული ყველაზე იშვიათი სახელებია აივენგი, ბიკენტი, ალდინა, ბელიკო, გარეგინი, გაჯიმურადი, გიავაზი, გლახა, გუგუნა, დუსიკო, ერვანდი, ერუში, თორუნა, ირაიდა, კნიაზი, ლოლიცა, მამულა, მელიტონი, მიტუშა, ფოთოლა, შუშუ, ბრძოლიკო, ბუდუნა, მირანგული, ნასყიდა, რიტონესი და ცქრიალა.

რაც შეეხება რეგიონებს, ქვემო ქართლში ბოლო ორი წლის განმავლობაში შეცვლილი ყველაზე იშვიათი სახელებია
ნუნული, ვარდო, მაიზერი, ენგური, ღევენი, ჯემარდი, გერისო, ლაერტი და ნადელლა.

კახეთში მოქალაქეებმა ბევრი იშვიათი და ეთნიკურად არაქართული სახელი შეიცვალეს. ქართულ სახელებს შორის იყო ბალიკო, გურსულა, ენძელა, ზღაპრა, ლესტამბერი, ტურფა და ჟრუნა. (გაგრძელება)

რედაქტორის რჩევით