დიდი აფეთქებები მზეზე და 10-ჯერ გაზრდილი სიმძლავრის მაგნიტური ქარები დედამიწაზე - კვირის პალიტრა

დიდი აფეთქებები მზეზე და 10-ჯერ გაზრდილი სიმძლავრის მაგნიტური ქარები დედამიწაზე

რამდენიმე საათის წინ მზეზე ახალი აფეთქება მოხდა. კანადაში, სადაც ამ პერიოდში ღამეა, კარგად ჩანს პოლარული ნათება. ახალი აფეთქება X კლასით შეფასდა. როგორც მეცნიერები ამბობენ, დედამიწაზე გავრცელებული მაგნიტური ქარები 4-5 ბალისაა, ის დაახლოებით 10-ჯერ აღემატება მეცნიერთა წინასწარ დაანონსებულს.

7 სექტემბერს მზეზე 12 წლის განმავლობაში ორი ყველაზე ძლიერი აფეთქება მოხდა.

აფეთქებები მზეზე პერიოდულად მაშინ ხდება, როცა მზის ენეგრია ატმოსფეროში გამოიტყორცნება.

"მზეზე მომხდარი ძლიერი აფეთქებები მზის მაგნიტურ ველს უკავშირდება", - განაცხადა ბი-ბი-სისთან საუბრისას ლონდონის უნივერსიტეტის პროფესორმა ლიუსი გრინმა.

"ამჟამად, მზე 11 წლიანი ციკლის ყველაზე მინიმალურ აქტიურ ფაზაში იმყოფება. ამ პერიოდში, უდიდეს ვარსკვლავზე ძლიერი და კომპლექსური მაგნიტური ველები წარმოიქმნება, რომელშიც დიდი ენერგიის რეზერვუარები ჩნდება"

როგორც აღვნიშნეთ, მზეზე ორი აფეთქება მოხდა, ერთ-ერთმა მათგანმა უმაღლესი შეფასება 9,3 X მიიღო. ინდექსი კვადრატულ მეტრზე ვატით იზომება, რითაც დგინდება აფეთქების ინტენსიურობა, A, B, C, M, ან - ეს არის წყობა, რომლის მიხედვითაც აფეთქება სიძლიერის მიხედვით ჯგუფდება, ხოლო X ექსტრემალურად მძლავრი აფეთქების აღმნიშვნელია.

ყველაზე დიდი აფეთქება მზეზე 2003 წელს დაფიქსირდა ის 27 X-ით შეაფასეს.

როგორც ბრიტანელი პროფესორი ამბობს: "კორონალური გამოტყორცნ დედამიწზე მაგნიტურ ქარებს წარმოქმნის, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშლოს თანამგზავრისა და ელექტროენერგიის, ასევე კავშირგაბმულობის მუშაობას, ის ცვლილებებს შეიტანს ატმოსფეროშიც. მაგნიტური ქარების მოქმედება შეიძლება გაგრძელდეს რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე".

როგორც პროფესორი ამბობს, "მიმდინარეობს სამუშაოები, რათა ადამიანები არ დააზიანოს მზეზე მომხდარმა აფეთქებებმა".

პროფესორის განცხადებით, ამ აფეთქებებმა შეიძლება უმნიშვნელო გავლენა იქონიოს ავიაციაზეც.

"მფრინავებმა შეიძლება გააზრებულად შეცვალონ ფრენის ტრაექტორია და სიმაღლე, თუმცა ამას მგზავრები ვერ შეამჩნევენ", - ხოლო თუ თქვენ ჯერ კიდევ იყენებდით მოკლეტალღოვან რადიოსადგურებს ინფორმაციის გადასაცემად, მზეზე მომხდარი აფეთქების შემდეგ შეამჩნევდით, რომ სიხშირე ცოტა ხნით დაიკარგა. (წყარო)

თარგმნა ეკა გადახაბაძემ