"ქალი-გველი" - ნამდვილი გველით - კვირის პალიტრა

"ქალი-გველი" - ნამდვილი გველით

ინდური კინოს ვარსკვლავი მალიქა შარავათი კანის კინოფესტივალზე გველების თანხლებით გამოცხადდა და ფილმის - "ქალი-გველი" (Hiss)  წარმატებული პიარაქციაც

მოაწყო: რეჟისორ ჯენიფერ ჩემბერს ლინჩის ფილმში მალიქა საშიში და უაღრესად სექსუალური "ქალი-გველის" როლს თამაშობს... მალიქამ კანში გველებთან ერთად რამდენიმე "ეროტიკული" სცენაც კი წარმოადგინა. თუმცა საინტერესო ისაა, რომ ამ დროს ფესტივალზე მისი მონაწილეობით სულ სხვა ინდური ფილმი - "სიყვარული, ბარაქი" (Love, Barack) გადიოდა...