ფაქტზე დაჭერილი "ქურდბაცაცა" - კვირის პალიტრა

ფაქტზე დაჭერილი "ქურდბაცაცა"

სამხრეთ აფრიკაში ტურისტული "საფარი-პარკის" ღია ჯაკუზიდან წყალი რამდენიმე კვირის განმავლობაში ღამღამობით სისტემატურად "იკარგებოდა". ბოლოს,

ერთ-ერთი ტურისტი ქურდს ფოტოაპარატით ჩაუსაფრდა... აღმოჩნდა, რომ წყალს იპარავდა "მეზობლად მობინადრე" სპილო, სახელად "მოუსვენარი".

მას ამისთვის სულაც არ სჭირდებოდა ღობეზე გადაძრომა. სპილოები დღეში ასობით ლიტრ წყალს სვამენ, სიცხით გაბეზრებულმა "მოუსვენარმა" კი წყალსატევამდე სიარულს ღობის გადაღმა "წყარო" არჩია...