მსოფლიოს ჩემპიონატი "ნამცხვრის სროლაში" - კვირის პალიტრა

მსოფლიოს ჩემპიონატი "ნამცხვრის სროლაში"

ინგლისში, კენტის საგრაფოში ჩატარდა ტრადიციული მსოფლიოს ჩემპიონატი მოხარშული კრემით დამზადებული "ნამცხვრების სროლაში". შეჯიბრებაში, რომელსაც

"ომი" უფრო ეთქმის, მამაკაცებისა და ქალებისგან შემდგარი სხვადასხვა ქვეყნის 12 გუნდი მონაწილეობდა.

მეტოქეები ნამცხვრებს ორი ნაბიჯიდან უშენენ ერთმანეთს, ხოლო ბრძოლაში ყველაზე მეტად (6 ქულად) ნამცხვრის სახეში მორტყმა ფასობს... წესების თანახმად, სროლა აუცილებლად მარცხენა ხელით უნდა მოხდეს. ამიტომაც ცაციებს, თუნდაც ქალებს, დიდი უპირატესობა აქვთ. გამარჯვება კი წელს  ინგლისელებს დარჩათ.