ნეფერტიტი გაცოცხლდა - კვირის პალიტრა

ნეფერტიტი გაცოცხლდა

50 წლის მხატვარმა და მწერალმა ნილენ ნამიტამ ცხოვრების მიზნად "'ნეფერტიტის რეინკარნაციად" ქცევა დაისახა. ამისთვის 53 პლასტიკური ოპერაცია აქვს

გაკეთებული, რაც 300 ათასი დოლარი დაჯდა. ის ბავშვობიდან რეგულარულად ნახულობდა სიზმარში "უცნობ დედოფალს", 23 წლისამ ფსიქოანალიტიკოსსაც მიმართა.

მან კი დაარწმუნა, რომ სიზმარი მის "წინა ცხოვრებას" ასახავდა. მერე კი ნამიტამ ნეფერტიტის გამოსახულება ნახა და "სიზმრის დედოფალთან" მისი სრული მსგავსებით გაოგნებული დარჩა... ნამიტას ჯერ "მიმსგავსება" საბოლოოდ არ დაუსრულებია,  თუმცა ოპერაციებისთვის ფული აღარ აქვს.